x
image
lady.ge
სეზონის ყველაზე მოდური ზედები და ბლუზები

image წლევანდელ სეზონზე, ზედა სამოსის მხრივ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. თქვენი არ ვიცი და მე პირადად ძალიან მომწონს, ე.წ "რეტრო სტილის" ტანსაცმელი რომ აქტიურად იმკვიდრებს ადგილს მოდური გოგონების გარდერობში.imageimageimage imageimageimageსწორედ ამ ბლუზებით შეგიძლიათ შეიმქნათ, გამოკვეთილად ქალური, ნაზი და ძალიან გლამურული იმიჯი, ატაროთ ისინი თუნდაც დახეულ ჯინსებთან ერთად, ნაირ ნაირი ფერადი აქსესუარებით, მსხვილი ქამრებით და მაღალწელიან ქვედაბოლოებთან შეხამებით. წლევანდელი მოდა, ბევრი ქალისთვის მისწრებაა სხეულის პრობლემური ადგილების ოსტატურად შენიღბვის თვალსაზრისით, რეტრო-ბლუზა, ე.წ "ფანარჩიკი" სახელოებით, ზედმეტად ხორციან მკლავებს დაგიფარავთ. ხოლო მაღალწელიანი კაბები, ღიპის და თეძოების არცთუ ლამაზად გამოკვეთილ სიმრგვალეს მოაფარებს ცნობისმოყვარე თვალს. სამაგიეროდ საშუალება მოგეცემათ თამამად გამოაჩინოთ ლამაზი ფეხები და ყელი.



1
10194
6-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
10194
  
0 1 1