x
image
worldsport.ge
გელაშვილი სიმბოლურ ნაკრებში

imageაგდამის “ყარაბაღის” თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი, აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რომელიც კომპანია InStat Football-მა დაასახელა.
ხსენებულ ტურში, “ყარაბაღმა” საკუთარ მოედანზე “ბაქი” 3:0 დაამარცხა. გელაშვილს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, რაც დაუფასდა კიდეც.
მიმდინარე სეზონში, 28 წლის გელაშვილმა, რომელიც “ყარაბაღში” მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმიდან” გადავიდა, აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 9 ტურის შემდეგ, აგდამელები ჩემპიონატში ლიდერობენ.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0