x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ნიკა ცისკარიძე სკანდალში გაეხვა.
imageნიკა ცისკარიძე იმ ქართველთა რიცხვშია, რომელიც მთელი
მსოფლიოსთვის ცნობილი ფიგურაა და ხელოვნების მოყვარული ქართველები ამით ყოველთვის ამაყობენ.
მას დიდი თეატრის და არამარტო დიდი თეატრის სცენაზე უამრავი როლი აქვს შესრულებული
და ამავე დროს უამრავი პრიზის მფლობელია. მისი ღვაწლიდან გამომდინარე, 2001 წელს რუსეთის
სახალხო არტისტის წოდებაც კი მიიღო.

ქართველი ბალერონი დიდი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ჟიურის საპატიო წევრია.


ჩამოსვლამდე ცოტახნით ადრე ნიკა ცისკარიძე სკანდალში
გაეხვა, რომელიც რუს მომღერალ ნიკოლაი ბასკოვს უკავშირდება. კერძოდ, მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი საკუთარ ბლოგზე ხშირად აქვეყნებს თავის ცნობილ მეგობრებთან ერთად გადაღებულ
ფოტოებს. ამჯერად, რუსმა მომღერალმა ნიკა ცისკარიძესთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელიც უკვე დიდი ხანია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლად არის მიჩნეული, ისევე როგორც თავად ნიკოლაი ბასკოვი.

სურათმა ბლოგერებს შორის აჟიოტაჟი გამოიწვია და უამრავი
კომენტარი დაიწერა. ”სიყვარული სიზმარს ჰგავს”, ”გამოიყურებით როგორც ორი შეყვარებული”....- წერდნენ ამ ორი არტისტის ჰომოსექსუალიზმში დარწმუნებული ინტერნეტმომხმარებლები.

აღნიშნული კომენტარების ავტორებს დაუპირისპირდა ბლოგერების
მეორე ფრთა, რომლებიც თვლიან რომ ამ ეპოქაში ორი ცნობილი ადამიანის ერთ სურათზე ასახვა ხალხის მიერ არასწორად აღიქმება. თითქოს მათ არასდროს გადაეღოთ ფოტო მეგობარ მამაკაცთან
ერთად.


ამ კომენტარების ადრესატები აღნიშნულს არ გამოხმაურებიან
და არც ამ ინფორმაციას ადასტურებენ.



image



imageimageimageimageimageimageimageimageimage



image








1
3173
7-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
3173
  
2016, 11 ოქტომბერი, 15:49
ყველამ ჩვენს ორიენტაციას მივხედოტ რაა
0 1 1