x
image
worldsport.ge
19-წლამდელები სერბებთან გორში ორჯერ ისპარინგებენ

imageსაქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეა, სერბეთთან გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის (9 და 11 ოქტომბერი) ემზადება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაისურაძემ ფეხბურთელები სასტუმრო “ბომონდ გარდენში” შეკრიბა. ნაკრები ყოველდღიურ ვარჯიშებს საგურამოს ბაზაზე ატარებს.
გუშინ საღამოს, გუნდი საბოლოოდ შეივსო, როცა 19-წლამდელებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებიც დაემატნენ. ნაკრებში გამოძახებულთა სია კი ასეთია:
მეკარეები: ბექა ქურდაძე (“საბურთალო”), ტარიელ ხაინდრავა (“დინამო”).
მცველები: გიორგი გაბაძე, ნიკოლოზ ჭანტურია, ოთარ კუსიანი (ყველა “ტორპედო”), ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე “დინამო”), ჯემალ ტაბიძე (“საბურთალო”).
ნახევარმცველები: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (“დინამო”), გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, ლუკა კიკაბიძე (ყველა “ტორპედო”), გიორგი აბურჯანია (“დილა”), გიორგი თევზაძე (“საბურთალო”), ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე (ორივე „დილა 2“).
თავდამსხმელები: დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი (ორივე “ტორპედო”), ლუკა ზარანდია (“ლოკომოტივი”), ილია კერძევაძე (“დილა 2”).
19-წლამდელები სერბ თანატოლებთან პირველ შეხვედრას 9 ოქტომბერს გამართავენ. მომდევნოს კი, 11 ოქტომბერს.
ორივე მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 15 საათზე დაიწყება.
17-წლამდელების მსგავსად, 19-წლამდელებიც ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადებიან.
მაისურაძის შეგირდები მე-11 ჯგუფში არიან და მეტოქეებად ჰოლანდიის, უელსისა და მოლდოვას 19-წლამდე ნაკრებები ეყოლებათ. ამ ჯგუფის თამაშები 13-18 ნოემბერს, საქართველოში ჩატარდება.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge


0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0