x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
გვინეტ პელტროუს საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე
გვინეტ პელტროუს ყოველი საჯარო გამოსვლა გახლავთ იდეალურად შერჩეული სტილის მაგალითი. ოსკაროსანი მსახიობი, თავგადაკლული ვეგეტარიანელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი პელტროუ 40 წლისთვის გადაიქცა ელეგანტურობის ეტალონად წითელ ხალიჩაზე.

image

მიუხედავად იმისა, რომ გვინეტს არ უყვარს ექსპერიმენტები, უპირატესობას ანიჭებს კლასიკას და მინიმალიზმს, მას

ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ქალბატონად მიიჩნევენ.


image

ფილმის "რკინის კაცი" პრემიერაზე ლონდონში Christian

Dior-ის კაბაში


image

ლოს-ანჟელესში გამართულ "რკინის კაცის" პრემიერაზე

Antonio Berardi-ის კაბაში


27 სექტემბერს გვინეტი 41 წლის გახდა. მისი ბიოგრაფია მოიცავს "რკინის კაცის" დაპყრობას, ოსკარს და ასევე ჯგუფ Coldplay-ის ფრონტმენის კრის მარტინის გულის მოგებას. მსახიობმა 100-მდე როლი ითამაშა. მან საუკეთესო ბალანსი მოძებნა მუშაობას და

პირად ცხოვრებას შორის.

image

მეტროპოლიტენ მუზეუმში გამართულ მიღებაზე 2013 წ.

Valentino Couture -ის კაბაში


საიუველირო ფირმის Tiffany & Co-ს მიერ მოწყობილ საზეიმო წვეულებაზე მსახიობი Ralph Lauren-ის აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი სტუმრობდა, რომელსაც ტიფანის ბრილიანტების სამკაულები ალამაზებდა.

image


2012 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე გვინეტის მიერ არჩეული Tom Ford-ის კაბა მოდის კრიტიკოსებმა წლის საუკეთესო ჩაცმულობად აღიარეს.

image


2012 წელს კოსტუმების ინსტიტუტის საზეიმო მიღებაზე

გვინეტი Prada-ს იისფერ მოკლე კაბაში გამოცხადდა.

image


2011 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე გვინეტ

პელტროუ თავს იწონებდა Calvin Klein-ის ოქროსფერ კაბაში, რომელსაც თეძოზე Louis Vuitton-ის ფარშევანგი ამშვენებდა.

image


ვენეციის კინოფესტივალზე მსახიობი Prada-ს ვარდისფერ,

ყელზე შემოხვეულ, ზურგმოღებულ კაბაში სტუმრობდა.

image


მარტივი და სწორი თარგის მქონე გრძელმკლავიანი კაბა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფასონია გვინეტის გარდერობში. ასეთი გახლდათ 2011 წელს კინოპრემიერაზე Emilio Pucci-ის თეთრი, ზურგზე თასმებით შეკრული კაბა.

image

image

Emilio Pucci


გვინეტის გარდერობში მოიპოვება ბევრი ცნობილი დიზაინერის გამორჩეული კაბა _ Atelier Versace, Chanel, Elie Saab

Gucci, Donna Karan..სასურველი სამოსისთვის მსახიობს არ ენანება თანხა.

სანუკვარი ოსკარი კი მსახიობმა 1999 წელს Ralph Lauren-ის ვარდისფერ კაბაში გამოწყობილმა მიიღო.

image


image

Atelier Versace ნეშვილი 2010წ.


image

Chanel 2008 წ. კანის კინოფესტივალზე


image

Elie Saab 2011 წ. გერმანია


image

Donna Karan


image

Gucci 2008 წ. ნიუ-იორკი


image

Prada ვენეცია 2011 წ.





1
211
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
211
  
2013, 8 ოქტომბერი, 12:48
ერთი თუ ორი არ მომეწონა კაბები ძალიან ლამაზია ფერებიც
0 1 1