x
image
worldsport.ge
რუდი გარსია სკუდეტოზე არ ფიქრობს

image“რომას” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ იტალიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში, მილანში, “ინტერთან” მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების (3:0) შემდეგ, ჟურნალისტების მიერ საჩემპიონო შანსზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. რომაული კლუბის თავკაცი სკუდეტოზე ჯერ არ ფიქრობს, რადგან, იქამდე ძალიან შორია.
“ბრწყინვალე მატჩი იყო. “რომას” გუნდური შემართებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებმა შეხვედრაში სული და გული ჩააქსოვეს და შედეგიც სახეზეა. სკუდეტოზე ფიქრი და ლაპარაკი კი ჯერ ძალიან ადრეა. ახლა თავში მხოლოდ უახლოესი თამაშები მიტრიალებს” – განაცხადა რუდი გარსიამ.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0