x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ლაიკა და მათი ნაირსახეობები
მოგესალმებით და ვაგრძელებ ჩემ სტატიათა ციკლს, რომელიც ეძღვნება ძაღლების ჯიშებს და ამჯერად თქვენს ყურადღებას მივაბყრობ ერთ, ძალზედ საინტერესო ჯიშზე რომელიც არს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღეს, საქართველოში. ეს არის ლაიკა.
image


სურათზე გამოსახულია დასავლეთ-ციმბირული ლაიკა, როგორც ხედავთ მას არ გააჩნია ცისფერი თვალები, არ არის მსხვილი და ისეთი მაღალი როგორც ჰასკი ან მალამუტი. დღეს საქართველოში, ხალხს უჭირს გაარჩიოს ერთმანეთისგან ჰასკი - მალამუტი - დასავლეთ-ციმბირული ლაიკა და სხვა ამ ჯიშის წარმომადგენელი ძაღლები ერთმანეთისგან. ამ სტატიაში შევეცდები ჩავტიო მახიმალურად საჩირო ინფორმაცია რათა საზოგადოებამ ისწავლოს გარჩევა ლაიკათა დიდი ქვეკლასების წარმომადგენლების ერთმანეთისგან.
ჰასკი

image

























ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ძაღლი მთელს მსოფლიოში. მას იყენებენ მარხილში, იმიტომ რომ მათ გააჩნიათ ძალიან ძლიერი აღნაგობა რაც ხელს უწყობს მათ გამწეობას. მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა ცისფერი - მწვანე - ან მუქი ლურჯი თვალები, ხშირად თითო თვალი სხვადასხვა ფერის, ასევე მოკლე მაგრამ დაცქვეტილი ყურები და აღრეული ბეწვის ფერი. სასურველია რომ ჰასკი იყოს თეთრი შავში, თეთრი ყავისფერში ან სულაც სერი.

მალამუტიimage


















ხშირად ეს ქვე-ჯიში ერევათ ჰასკში, რადგან პირველადი დაკვირვებით დიდად არ განსხვავდება ჰასკისგან, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით მას ვნახავთ რომ არის დიდი განსხვავება მათ შორის. მთავარი განსხვავება არის ის რომ მალამუტი შედარებით დაბალია მაგრამ უფრო მსუქანი ვიდრე ჰასკი. როგორც სურათზე ხედავთ მას შეიძლება ჰქონდეს შავი თვალები. იგი ბევრად ძლიერია ფიზიკურად ვიდრე ჰასკი. მისი კუდი აუცილებლად უნდა ედებოდეს ზურგს. მას როგორც ჰასკს აქვს გრძელი და ხშირი ბეწვი რაც ხელს უწყობს მას, გაძლოს ციმბირის 40 გრადუსიან ყინვაში.

იაკუტიის ლაიკაimage




























კიდევ ერთი წარმომადგენელი ლაიკის ჯიშისა რომლის სამშობლოც იაკუტიაა. ამ ჯიშის წარმომადგენელი თითქმის არ მოიპოვება საქართველოში, რადგან მას სჭირდება ძალიან ცივი კლიმატი და ფიზიკურად ვერ უძლებს შედარებით ზომიერ ჰავას. მას გააჩნია ორმაგი ბეწვის ქურქი რაც პრაქტიკულად არ ატარებს სიცივეს. მათ ხშირ შემთხვევაში ძილი უწევთ გარეთ სადაც ტემპერატურა გამის მონაკვეთში აღწევს -60 გრადუსს. ისინი ისეთივე ძლიერები არიან როგორც მალამუტი მაგრამ განსხვავდებიან ბეწვის საფარით.

დასავლეთ-ციმბირული ლაიკა

image

და ბოლოს წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე ფუნქციონალურად დატვირთულ ლაიკათა ჯიშის წარმომადგენელს, დასავლეთ-ციმბირულ ლაიკას. ეს ჯიში გამოყვანილია 60-იანი წლების ბოლოს და აღიარებულია როგორც რუსეთის კინოლოგიური კავშირის წარმატებათ. მას ზოგიერთ ქვეყანაში ჰიბრიდულ მგელსაც კი უწოდებენ. არსებული ძაღლებიდან ყველაზე ახლო ნათესაური კავშირი მგელთან გააჩნია ამ ჟიშს. იგი გერმანიის 1985 წლის გამოფენაზე აღიარებულია როგორც "უნივერსალი" და გეტყვით თუ რატომ. ზოდადად მას იყენებენ ნადირობაში მსხვილ ჩლიქოსან ცხოველებზე, ასევე ნუტრიებზე, ციყვებზე, ბატებზე და სხვა მრავალზე. ასევე ამ ჯიშს გააჩნია დაცვითი ფუნქციებიც, არის ზომაზე მეტად აგრესიული და არაპროგნოზირებადი უცხოებთან მიმართებაში. ასევე იგი გამოირჩევა ერთგულებით პატრონის მიმართ და ირჩევს მას ცხოვრების ბოლომდე. უნდა იცოდეთ რომ დასავლეთ-ციმბირულ ლაიკას ყავს ერთი პატრონი და არა ოჯახი. რაც ყველაზე საინტერესოა მას არ უკეთებენ კომპლექსურ აცრებს რაც სხვა ყველა ჯიშისთვის აუცილებელია. მას გააჩნია თანდაყოლილი იმუნიტეტი. მას არც სიცხე აწუხებს და არც სიცივე, შეუძლია შეეგუოს ნებისმიერ კლიმატს. აუცილებლად უნდა ჰქონდეს შავი ან ყავისფერი თვალები (ცისფერი დაუშვებელია) ასევე გრძელი პარალელური ფეხები და კუდი, რომელიც აუცილებლად უნდა ედებოდეს ზურგს.
image დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია დაგეხმარეთ ამ ჯიშის უკეთ გაცნობაში. მომავალში კიდევ გავაგრძელებ ძაღლების ჯიშებზე საუბარს და შემოგთავაზებთ საინტერესო მასალას.








2
7597
5-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
7597
  
2014, 12 სექტემბერი, 15:06
მართალი ხარ, ლაიკა ბევრად უხეში ძაღლია და ცვალებადი ხასიათი აქ :)
2014, 12 სექტემბერი, 15:00
მე ლაბრადორი უფრო მომწონს ვიდრე ლაიკა, ლაბრადორის ჯიშის ძაღლები ბევრად საყვარლები არიან
0 1 2