x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაფრით დაღლილს...
image

ცნობილი დრამატურგი და მსახიობი "William Shakespeare"-ი მოინათლა უორიკის საგრაფოში მდებარე სტრეტფორდ-ონ-ეივონის ეკლესიაში 1564 წლის 26 აპრილს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი სავარაუდოდ, ნათლობამდე ორი-სამი დღით ადრე დაიბადა.


შექსპირის ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა დაახლოებით 20 წელიწადს 1592-წლიდან 1612-წლამდე. ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი სონეტა და 37 პიესა.


1616 წლის 23 აპრილს, სავარაუდოდ 52 წლისა, უილიამი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მისმა მეგობრებმა ჯონ ჰემინგმა და ჰენრი კონდელმა შეადგინეს შექსპირის ნაწარმოებების პირველი სრული კრებული, ე.წ. პირველი ფოლიო. გამოცემას დართული აქვს ბენ ჯონსონის ლექსი, რომელშიც უილიამი მოხსენიებულია, როგორც "ეივონის მშვენიერი გედი".



"ამ შესავლის შემდეგ კი მინდა წარმოგიდგინოთ ამ უდიდესი ადამიანის, განუმეორებელი 154-თაგანიდან ერთ-ერთი ჩემი რჩეული 66-ე სონეტა".






66-ე სონეტა.



ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება.
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.


ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.






და ასევე ინგლისური ვერსია.



Tired with all these, for restful death I cry,

As, to behold desert a beggar born,

And needy nothing trimm'd in jollity,

And purest faith unhappily forsworn,

And guilded honour shamefully misplaced,

And maiden virtue rudely strumpeted,

And right perfection wrongfully disgraced,

And strength by limping sway disabled,

And art made tongue-tied by authority,

And folly doctor-like controlling skill,

And simple truth miscall'd simplicity,

And captive good attending captain ill:



Tired with all these, from these would I be gone,

Save that, to die, I leave my love alone.


6
151
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
151
  
2014, 31 იანვარი, 15:25
გაიხარეთ ქალბატონო ნატო.
2014, 31 იანვარი, 15:10
ძალიან მომწონს.შექსპირს დრო ვერ ახუნებს.ის ყველა დროს არგებს თავის სათქმეს.მადლობა შენ ამისათვის.
2013, 6 ოქტომბერი, 12:37
;) გაიხარე :*
2013, 6 ოქტომბერი, 10:34
ძააააალიან მომეწონა მეა :) :*
2013, 5 ოქტომბერი, 19:47
ლამაზი და დღევანდელი რეალობის ამსახველი :(
2013, 5 ოქტომბერი, 19:43
რა ლამაზი სიტყვებია
0 1 6