x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ძაღლის ჯიშები - მეორე ნაწილი
ვაგრძელებ ჩემს მიერ დაწყებულ მიმოხილვას, რომელიც ეძღვნება ძაღლთა ჯიშებს. წინა ნაწილი დამთავრდა ქართული ნაგაზით ახლა კი ვისაუბროთ არანაკლებ საინტერესო წარმომადგენლებზე.


როტვეილერი

როტვეილერი გამოყვანილია გერმანიაში. მისი ფუნქცია მრავალნაირია, იგი კარგი როგორც სახლში ასევე მას გააჩნია დაცვითი ფუნქციები. ძლიერი აგებულება და ძალზედ განვითარებული კუნთოვანი სტრუქტურა ხელს უწყობს მას რომ მარტივად და ეფექტურად შეასრულოს მრავალი ფუნქცია. მას ასევე იყენებდნენ ომში.image



































სენბერნარი

სენბერნარი მიეკუთვნება დიდი ჯიშის ძაღლებს. მას გააჩნია დიდი და ხშირი ბეწვი. იგი გამოიყვანეს სენ-ბერნარის მონასტრის ბერებმა.

მონასტერი მდებარეობს ალპებში. მათ გააჩნიათ შესანიშნავი ორიენტაციის უნარი რისი მეშვეობითაც სენბერნარი ეხმარება მეგზურებს.image

სეტერი

სეტერი მიეკუთვნება მონადირე ძაღლების კატეგორიას. მას გააჩნია საკმაოდ განვითარებული ყნოსვა და მხედველობა. სეტერის 3 ჯიში — ინგლისური, ირლანდიური და შოზლანდიური — გამოყვანილია XIX საუკუნის I ნახევარში დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე. სეტერი საშუალო ტანისაა, არის ძალიან ლამაზი და თავის ტანთან შედარებით განვითარებული აქვს ძვლოვან-კუნთოვანი სისტემა.image

ფოქსტერიერი

ფოქსტერიერი გულით და სულით მონადირეა, საკმაოდ ძლიერი, გულადი და უზომოდ ენერგიული, მისი დაღლა ფაქტობრივად შეუძლებელია. მას შეუძლია სირბილი გრძელ დისტანციაზე ისე რომ სისწრაფეს საერთოდ არ დააგდებს. მას შეუძლია დაამარცხოს მინიმუმ მასზე ორჯერ დიდი ცხოველი. ასევე მას გააჩნია დამცავი ფუნქციები.image

მარხილის ძაღლები

ამ ჯიშის ძაღლებზე შეიძლება გაუთავებელი საუბარი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჯიში რომელიც უახლოესი მონათესავეა მგელთან. ზოგადად ამ ჯიშის ძაღლებს მოიხსენიებენ როგორც "ლაიკა" მაგრამ ეს არ არის სწორი. ამ ძაღლებს შემდგომში მივუძღვნი მთლიან სტატიას რადგანაც საქართველოში საკმაოდ დიდი გაურკვევლობაა, ეშლებათ ერთმანეთში ლაიკა და ხასკი, ხასკი და მალამუტი და კიდე სხვა მრავალი, რადგან "ლაიკა"-ს გააჩნია უამრავი ქვე კლასი.image

ამით ამ სერიას ვამთავრებ და შემდგომ თქვენ გელით ძალზედ საინტერესო გაგრძელება, სადაც შევეხები კონკრეტულად ერთ ჯიშს და ეს არის ლაიკა. ვისაუბრებ ლაიკების ქვეჯგუფებზე და მათ განმასხვავებელ თვისებებზე რათა ხალხს აღარ შეეშალოს მათი სწორი კლასიფიკაცია.















0
400
2-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0