x
image
ია გელიტაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი დაიბადა 1969 წლის 4 სექტემბერს, თბილისში.გაიზარდა მთაწმინდაზე ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში.

5წლის ასაკიდან დაიწყო ინგლისურის სწავლა.დაამთავრა N1 საშუალო სკოლა.

5წლიდან ძალიან უნდოდა ყოლოდა ძაღლი და ამის გამო ბევს კითხულობდა ცხოველებზე.ამან მიიყვანა ცხოველთა ფსიქოლოგიამდე, ზოგადად ფსიქოლოგიამდე, ამან კი -ფილოსოფიამდე.შემდეგ იყო უნივერსიტეტი ფილოსოფიის ფაკულტეტი.უნივერსიტეტის შემდეგ დაიწყო მუშაობა დისერტაციაზე.1993-ში ნაშრომი უკვე დასრულებული ჰქონდა.თუმცა სასწავლებლად წავიდა პრაღაში და დისერტაციის დაცვა მხოლოდ 1998-ში მოახერხა.image

1993-ში მისი ქალიშვილი ანა გაჩნდა.ანა 15 წლამდე ცხოვრობდა მასთან.სკოლის ბოლო წელი გაატარა მოსკოვში.შემდეგ ორი წელი იქვე უმაღლესში და ახლა ისევ დაბრუნდა სამშობლოში.


გიორგიმ 2000 წელს დაიწყო მუშაობა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.

2003 წელს ზურაბ ჟვანიამ დარწმუნების მთელი თავისი ნიჭი გამოიყენა, რომ გიორგის საპარლამენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.სიის პირველ ათეულში იყო.თუმცა მას ნაციონალურ მოძრაობაში ყოფნა არ სურდა და ამის გამო სულ მარტო დარჩა."ვისთან ერთადაც ქვეყნის განვითარებაზე ვმსჯელობდით, ვკამათობდით-ერთ მხარეს აღმოჩნდნენ, მე კი-მეორე მხარეს.ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდა"-ამბობს გიორგი.

ყველაფერი შეიცვალა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრის შემდეგ, გაუჩნდა განცდა, რომ ძალიან დიდ ხანია იცნობდნენ ერთმანეთს.

განათლების მინისტრობის შემოთავაზება სწორედ იმ დროს მიიღო, როცა ყველაზე მეტად უნდოდა მშვიდი ცხოვერაბა.image

რატომ ვაძლევ ხმას გიორგი მარგველაშვილს:იმიტომ, რომ დასრულდეს კოჰაბიტაცია და შეწყდეს ქვეყნის განვითარების საბოტაჟი.

კიდევ უფრო გაძლიერდეს სოფელი და მდიდარი მეურნეობა საფუძვლად დაედოს ქვეყნის აღორძინებას.

ახალი ეკონომიკის ცენტრში დადგეს ადამიანების დასაქმება და ოჯახების კეთილდღეობა.

განათლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი და ჩვენი წინსვლა დაეფუძნოს ცოდნას.

მედიცინის სიკეთეები ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი და სახემწიფო თითოეულის ჯანმრთელობაზე ზრუნავდეს.image

რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში:

თავისუფლება:ბოლო მოეღო ადამიანის ტერორს, დევნას, ფარულ მოსმენებს, წამებას.აღარავის ეშინია ტელეფონზე დარეკვის, აზრის გამოთქმის, ურთიერთობის...

გავთავისუფლდით და მომავლის იმედი გაგვიჩნდა.

სოფლის აღორძინება:დაიწყო მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის განხორციელება.710000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა სასოფლო სამეურნეო ბარათებით.

დაფასებული შრომა:შეიცვალა შრომის კოდექსი-ყველა მოქალაქე იმსახურებს ღრსეულ სამუშაო პირობებს.

ჯანმრთელი საზოგადოება:შემოღებული იქნა ჯანდაცვის უნივერსალური პროგრამა.სახემწიფო ამიერიდან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

ახალი სიცოცხლე:მშობიარობა უფასო გახდა.1 აგვისტოდან დღემდე 6000 ზე მეტმა დედამ იმშობიარა უფასოდ.

ჩვენი ბავშვები:1 სექტემბრიდან სახელმწიფო საბავშო ბაღები უფასო გახდა.

განათლებული მომავალი:უკვე ამ სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის 650 000მოსწავლე უფასო სასკოლო სახელმძღვანელობებს მიიღებს.

ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლება:ქვეყნის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან 17 ფაკულტეტზე სწავლა ყველასთვის უფასო გახდა.

სექტემბრიდან პენსიონერები უკვე გაზრდილ პენსიას იღებენ.

გაორმაგდა სოციალური დახმარება.

პროფესიულ კოლეჯებშიც სწავლა უფასო გახდა.imageimageimageimageimageimage






2
100
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
100
  
2013, 4 ოქტომბერი, 12:36
ჩვენ გავუმარჯვებთ საქართველო. დამთავრდა ნაცების დრო
0 1 2