x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
image მიღებულ იქნა1918 წლის26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარეკავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, კონსტიტუციონალიზმის ფუძემდებელი. მას აქვს დეკლარაციული ხასიათი. მასში მოკლედ არის გადმოცემულისაქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიული პერსპექტივები და ქართველი ერის დაუოკებელი სურვილი თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი ბედ-იღბალი, აღწერილია იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა. დამოუკიდებლობის აქტს, გარდა დეკლარაციული ხასიათისა, აგრეთვე აქვს წმინდა ნორმატიული ხასიათი. მას აქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ბუნება —1918 წლის26 მაისიდანმოყოლებული, 1921 წელსკონსტიტუციისმიღებამდე იგი იქცა იმდროინდელი სამართლებრივი მდგომარეობის პირველწყაროდ. იგი განსაზღვრავს სახელმწიფოს სამართლებრივ სტატუსს, იურისდიქციისფარგლებსა და მოცულობას, პოლიტიკური წყობილების ფორმას, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, დროებით სახელმწიფო ხელისუფლებასა და მმართველობის უმაღლეს ორგანოებს, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ ქვეყნის მდგომარ ეობა.
0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა1991
ლუკა1991
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0