x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ძაღლის ჯიშები

მოგეხსენებათ მსოფლიოში უამრავი ძაღლის ჯიშია, ზოგი პატარა ზოგიც კი ძალიან დიდი, ისინი განსხვავდებიან შეფერილობით, ვიზუალურად, ფუნქციებით და რათქმაუნდა ხასიათით.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ძაღლის სახეობას.

ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი

ეს არის ამერიკული ძაღლის ჯიში, რომელსაც მეტწილად იყენებენ ორთაბრძოლებისთვის, მას გააჩნია შედარებით მდგრადი ფსქიკა და დამყოლი ხასიათი. მას გააჩნია ძლიერ განვითარებული მუსკულატურა და ყბები. სიცოცხლის ხანგძლივობა 10-14 წელი. მას ლეკვობიდანვე სჭირდება ინტენსიური წრთვნა, პატრონმა მასთან უნდა დაამყაროს ზომიერად მეგობრული ურთიერთობა რომ თავი დაიზღვიოს რაიმე ნეგატიური პრეცედენტისგან.image



გერმანული დოგი

იგი არის ელეგანტური, ულამაზესი ფორმების მქონე ძაღლი, მას გააჩნია მოკლე და ხშირი ბეწვი, არის ძალიან ერთგული, გონიერი და მეგობრული. მას სჭირდება ადრეული ასაკიდანვე ინტენსიური წვრთნა. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაა 9-10 წელი.


image




































დობერმანი

დობერმანი - იგივე დობერმან პინჩერი გამოიყვანეს გერმანიაში, მას გააჩნია მოკლე და ხშირი ბეწვი, არის ულამაზესი აღნაგობის და მძიმე ხასიათის მქონე. ზრდასრული მამრის სიმაღლეა 68-72 სმ, მდედრისა — 63-68 სმ. დობერმანი კარგი დარაჯია.

image























კანე კორსო

კანე კორსო არის იტალიური ჯიში, მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ ასევე მას გააჩნდა დაცვითი ფუნქციებიც. კანე კორსო არის ასკმაოდ ძლიერი ძაღლი განვითარებული მუსკულატურით და მსხვილი ძვლით. კანე კორსო არის პატრონის და მისი ოჯახის ერთგული ძაღლი. იგი იმდენად გონიერი ძაღლია რომ თავისუფლად შეუძლია ძიძის მაგივრობა გაუწიოს ბავშვს.

image




































ლაბრადორ რეტრივერი

ლაბრადორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშია რომელსაც შეუძლია როგორც ნადირობა ასევე იგი გამოირჩევა კომპანიონური თვისებებით, განსაკუთრებით მეგობრულია ბავშვების მიმართ. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად.

imageნაგაზი

ნებისმიერი ქართველისთვის ნაგაზი მეტია ვიდრე ძაღლი, იგი ასოცირდება სამშობლოსთან, მისი სიდიადე და აზროვნების უდიდესი უნარი სიამაყის გრძნობით ავსებს ნებისმიერ ადამიანს მით უმეტეს ქართველს. იგი არის უნივერსალი, მას შეუძლია ნებისმიერი რთული დავალების შესრულება გარდა ერთისა - იგი არ არის სახლის ძაღლი. მას უნდა ჰქონდეს დიდი ეზო ან უნდა იყოს მაგალმთიან რეგიონში და უვლიდეს ცხვრებს, იცავდეს მათ მგლებისგან. იგი მსოფლიოში აღიარებული როგორც ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, ძლიერი და ფუნქციურად დატვირთული ჯიში.

imageამჯერად სტატიას შევაჩერებ ქართულ ნაგაზზე, რადგანაც დამეთანხმებით მის შემდეგ რაიმე სხვა ჯიშზე საუბარი ძნელია, მაგრამ ამით ჯიშობრივ მიმოხილვას არ ვამთავრებ, ყურადგებით ადევნეთ თვალი სტატიებს და ნახავთ ამ თემის გაგრძელებას სადაც შემოგთავაზებთ არანაკლებ საინტერესო ჯიშების მიმოხილვას.




















1
2036
5-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
2036
  
2014, 12 სექტემბერი, 15:02
ლაბრადორიიიი :)
0 1 1