x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134474
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
როგორ გავიხანგრძლივოთ გულის მუშაობა? ( 10 რჩევა)

image
მიოკარდიუმის ინფარქტით და გულის იშემიური დაავადებებით მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპება.როგორ შეგვიძლია გავიხანგრძლივოთ გულის მუშაობა? სპეციალისტები ამ კითხვის პასუხად ათ რჩევას გვაძლევენ.

image

1.ჯანმრთელი ძილი.აუცილებელია 8 საათი ვიძინოთ ღამის განმავლობაში. ამ შემთხვევაში გულის მუშაობა უფრო ნორმალურია ყურადღება უნდა მივაქციოთ აგრეთვე იმას, რომ ძილი იყოს მშვიდი.

2.უარი უნდა ვთქვათ სიგარეტის მოწევაზე.მოწევა იწვევს გულის დაავადებებს და მასზე უარის თქმის შემთხვევაში რისკი გულის მუშაობის დარღვევის ძალიან მცირდება.


3.თეთრი სიკვდილი.აუცილებელია საკვები რაციონში შევამციროთ მარილის რაოდენობა. თუ შეგვიძლია, რომ მთლიანად ამოვიღოთ ის საკვებიდან ძალიან კარგი იქნება.

image

4.ძალიან სასარგებლოა თუ ჩვენს კვებით რაციონში შევიტანთ მეტი რაოდენობით ხილს. დილით უზმოზზე კარგია თუ მივირთმევთ ფაფას და ხილს ერთად.

image

5.ხორცის მაგივრად უკეთესია თევზის გამოყენება, რადგან ხორცის ცხიმები სისხლძარღვის კედლებზე ილექება და ავიწროებს მის სანათურს, ხოლო თევზის კი პირიქით სისხლძარღვების გაწმენდას იწვევს.აუცილებელია ერთი დღე კვირაში თევზს დაუთმოთ.ამ შემთხვევაში 52%-ით მცირდება გულის შეტევის რისკი.

image

6.აუცილებელია ფეხით სიარული.უნდა გამოვძებნოთ დრო დღის განმავლობაში, რომ ფეხით ვისეირნოთ, შეძლებისდაგვარად ჩქარი ნაბიჯებით.

image

7.კალიუმი აუცილებელია გულის კარგი მუშაობისათვის. ამიტომ ისეთი პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ კალიუმს, აუცილებელია, რომ მივიღოთ რეგულარულად. ასეთებია:ბანანი, მოხარშული კარტოფილი და კივი.

image

8.კარგია დილას თუ დავიწყებთ მსუბუქი ვარჯიშით.

9.გავიღიმოთ, დავტკბეთ ცხოვრებით, არაფერი არ უხდება ისე ჩვენს ჯანმრთელობას, როგორც კარგი განწყობა და თვითდაჯერება, რომ ყველაფერი კარგადაა.

image

10.დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია იმ ადამიანებს, რომლებიც ირგვლიმყოფთაგან მოფერებას, სიყვარულს, ღებულობენ უფრო ნაკლებად აწუხებთ გულის პრობლემები ვიდრე მათ, ვინც მუდმივად სტრესში და კონფლიქტში ცხოვრობენ.

image

1
2249
7-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
2249
  
2013, 30 სექტემბერი, 22:13
რა მაგარია, კარგია ძალიან ბევრი მოწონება
0 1 1