x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კრიმინალი ქალბატონები 20-ე საუკუნის დასაწყისში.

ჩვენს სამყაროში კრიმინალს დასაბამიდან ჰქონდა ადგილი და ამ მხრივ არც 20-ე საუკუნის დასაწყისი იყო გამორჩეული, თუმცაღა დღევანდელ სასჯელთან შედარებით, იმ დროში უფრო მსუბუქად სჯიდნენ, ხოლო ჩვეულებრივად მძვინვარებდა ქალაქების ქუჩებში - "კოკაინის მოხმარება, ქურდობა, ულიცენზიოდ ვაჭრობა, მკვლელობა, მეძავობა, აბორტების კეთება (რაც მაშინ აკრძალული იყო და ამას ჩუმად ახერხებდნენ), საკუთარი ჩვილის მკვლელობაც კი თქვენდა გასაოცად თუ გაუოცებლად, ლოთობა" და მოდით აღარ ჩამოვთვლი და გაგაცნობთ 20-ე საუკუნის დასაწყისის ამ კრიმინალი ქალბატონების სიას.



"ალისა ადელინა კუკი" (Alice Adeline Cook).

ალისას 24 წლის ასაკში უკვე მოგროვებული ჰქონდა ფსევდონიმთა (კლიჩკა) უამრავი სახეობა და ქმრების რიცხვიც საკმაო დიდი. სწორედ მრავალქმრიანობისა და ქურდობის ფაქტების გამო იქნა დაპატიმრებული 1922 წელს.


image





"მეი ეთელ ფოსტერი" (May Ethel Foster).

დაიბადა 1901 წლის 19 სექტემბერს. ხელს უწყობდა მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ბინისა და პირადი ნივთების ქურდობებში, შესაბამისად ინახავდა ნაქურდალს, რის გამოც მას 6 თვით მიესაჯა მძიმე სამუშაოები დანაშაულის გამოსყიდვისათვის.

image




"ელის კლარკი" (Alice Clarke).

ელის კლარკი იყო ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ვაჭრობდა ბარებში ლიქიორით, მაგრამ არსებული წესების თანახმად ბარი უნდა დაკეტილიყო საღამოს 6 საათზე. შესაბამისი წესის დარღვევის გამო კი ელისი 42 წლის ასაკში, 1916 წლის 3 აპრილს რამდენიმე კვირით იქნა დაპატიმრებული, ვინაიდან არალიცენზირებულად გაყიდა ალკოჰოლი.

image





"ედიტ ფლორენცი ეშტონი" (Edith Florence Ashton).

ედიტი ეწინააღმდეგებოდა არსებულ კანონებს, ვინაიდან ხშირად ქურდობდა და ყიდდა ნაქურდალს, ასევე არალეგალურად აკეთებდა აბორტებს, რამაც ორი ქალის სიცოცხლეც კი იმსხვერპლა. სწორედ ამ კრიმინალიზმის გამო იქნა იგი დაპატიმრებული.

image





"ემი ლი" (Amy Lee).

ემი იყო კოკაინის ხშირი მომხმარებელი, რის გამოც 1930 წლის 30 იანვარს დააპატიმრეს.

image




"ემილი გერტრუდ ხემსიოტი" (Emily Gertrude Hemsworth)

ემილის 24 წლის ასაკში ჰქონდა ნერვული აშლილობის გამოვლინება, რის გამოც მოუკლავს საკუთარი სამი კვირის ვაჟი, თუმცა მომხდართან დაკავშირებული ფაქტებიდან ვერაფერი გაიხსენა. ამიტომ, ადგილობრივმა პოლიციამ იგი დამნაშავედ არ ცნო "ფსიქიური აშლილობის" გამო. (1925 წლის 14 მაისის ფოტო)

image





"ენი ჰანდერსონი" (Annie Gunderson).


1922 წელს, 19 წლის ასაკში ენიმ სიდნეის უნივერმაღიდან მოიპარა შუბა. სურათზე აღნიშნული შუბაც მიეკუთვნება თუ არა ნაქურდალს, პოლიციის მიერ ვერ დადგინდა. (ფოტო გადაღებულია 1922 წლის 20 სექტემბერს)

image



"დორის უინიფრედ პული" (Doris Winifred Poole).

დორისი 1924 წლის 31 ივლისს დაპატიმრებული იქნა ტანსაცმლისა და ძვირფასეულობის ქურდობისთვის.

image





"დოროტი მორტი" (Dorothy Mort).

დოროტის 32 წლის ასაკში ჰქონდა გაჩაღებული რომანი ექიმ "კლოდ ტოზერისთან". 1920 წლის 21 დეკემბერს ექიმი ესტუმრა დოროტის სახლში იმ მისიით, რომ ეთქვა ურთიერთობის გაწყვეტა, რის გამოც იგი დოროტიმ მოკლა და თვითმკვლელობაც სცადა. (ფოტო გადაღებულია 1921 წლის 18 აპრილს)

image




"ესტერ ეგგერსი" (Esther Eggers).

ესტერი 22 წლის ასაკში სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტით იქნა დაკავებული. დასაკავებლად მისულ პოლიციასაც თავს დასხმია იგი, რითიც მიუყენებია ძლიერი ტრავმა. მას მიესაჯა თავისეუფლების აღკვეთა 12 თვით. (ფოტო გადაღებულია 1919 წლის 16 დეკემბერს).

image




"ევგენია ფალლენი" (Eugenia Falleni).

ევგენია თაღლითობდა და თავს ასაღებდა მამაკაცად და ატარებდა კაცის სახელსა და გვარს ფსევდონიმად -"გარი კროუფორდი". 1913 წელს ცოლად შეირთო ქვრივი ვინმე- "ენნი ბირკეტი", რომელიც მოგვიანებით მოუკლავს კიდეც. (ფოტო გადაღებულია 1928 წლის 16 აგვისტოს).

image




"ნელლი კამერონი" (Nellie Cameron).

ნელლი სიდნეის ერთ-ერთი და ყველაზე პოპულარული და სასურველი მეძავი იყო. სწორედ ამის გამო იქნა დაპატიმრებული 1930 წლის 29 ივლისს.

image




"ფილომენა მერი" (Philomena Mary).

ფილომენამ 1927 წლის 15 მარტს მოიპარა აბრეშუმის ქსოვილი და სხვა ინვენტარი, რაც შეადგენდა 36 ფუნტის ღირებულებას, დღევანდელი 2000$-ის ტოლფასს. ამის გამო იგი დააკავეს და თავისუფლება აღუკვეთეს 12 თვით.

image






"ფეი უოტსონი" (Fay Watson).

ფეი კოკაინით უკანონო ვაჭრობისა და შენახვისთვის იქნა დაპატიმრებული 1928 წლის 24 მარტს.

image




"მეი რასელი" (May Russell).

მეი იყო შესანიშნავი თაღლითი და ოპერატიულად ახერხებდა ნდობის მოპოვებას, რის შემდეგაც ძარცვავდა ხალხს. იგი დაპატიმრებული იქნა 1922 წლის 31 იანვარს.

image



მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება ჩემი სია, მაგრამ რომ არ შეგაწყინოთ ამ ჩამონათვალს დავჯერდები.

17
598
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
598
  
2013, 4 ოქტომბერი, 17:22
ან რომ გაჰყვა ვიდრე თავს მოაკლევინებდა ვერ თქვა ქალს გავყევიო?:D რა საზიზღრობაა. ეგეთი გაჭირვებული ცოხეში კიარ უნდა ჩასვა ჩემი აზრით უნდა დააპურო და გზაზე დააყენო თუ ამის შესაძლებლობა გაქვს! რამხელა მადლია ბოლობოლო
2013, 4 ოქტომბერი, 17:19
ვინ იცის რა გაჭირვება ჰქონდათ, მაგრამ ხომ იცი სამართალი ყოველთვის სწამს პურს. იმ კაცად გამსაღებელ ქალს კი რაც შეეხება, მეცინება რომ წარმოვიდგენ, იმ ქალს სად ჰქონდა ჭკუა, რომელიც ცოლად გაჰყვა :D:D:D
2013, 4 ოქტომბერი, 14:09
კაცად ასაღებდაო თავს გავოცდი :D ხმაც კაცის ქონდა? ზოგს ალბათ საჭმლის ფულიც არ ქონდა და იმიტომ იპარავდნენ :'(
2013, 29 სექტემბერი, 22:22
გაიხარე ;). ეგ ქალი სხვების ფონზე ანგელოზი რომ აღმოჩნდა, მხოლოდ რამოდენიმე კვირა იმიტომ დააპატიმრეს. იმ დროს მგონი ყველაზე დიდი სასჯელი 2 წელი იყო, არადა ეხლა ვაშლი რომ მოიპარო, იმაზე მინიმუმ 4-5 წელია :(
2013, 29 სექტემბერი, 22:21
ალბათ სატუსაღოში განსაზღვრული პერიოდის შემდეგ გადაუღეს ფოტოები და იქ ვინ მიანიჭებდა მაგ ბედნიერებას :))
2013, 29 სექტემბერი, 22:11
მართლაც საინტერესო სტატიაა. აი, იმ ქალს რას ერჩოდნენ, არალიცენზირებულად რო გაყიდა ალკოჰოლი, სხვების ფონზე "ანგელოზია" :))
2013, 29 სექტემბერი, 21:57
რა ხდება?
2013, 29 სექტემბერი, 21:54
ზოგის დანაშაული საგგანგაშო არაა მაგრამ შვილის მოკვლა ეს საშინელი მძიმე დანაშაული და ცოდვაა არადა რა სათნო სახე აქვს
2013, 29 სექტემბერი, 21:53
საინტერესო სტატიაა სურატებიც,გარეგნობაზე მეტად მე მოუწესრიგებელმა დაუბანელმა თმებმა შემაშფოთეს,რა საზიზღრობაა
2013, 29 სექტემბერი, 21:49
აქ ხარ?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10