x
image
worldsport.ge
IV ტურის შემდეგ დაუმარცხებელი აღარავინაა
imageსაქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის IV ტურის პირველ სათამაშო დღეს, ორი საინტერესო ბრძოლა გაიმართა. ერთმანეთს ის გუნდები ეპაექრებოდნენ, რომელთაც ჩემპიონობაზე აქვთ პრეტენზია და თამაშებმა მოლოდინი სრულად გაამართლა.
პირველ მატჩში, თბილისის “არმაზი” ბოლნისის “ყოჩებს” დაუხვდა, ერთი კვირის წინანდელი გაკვეთილი გაითვალისწინა, ამჯერად ძირითადი ბირთვი სასტარტო შემადგენლობაშივე დააყენა და გამარჯვებაც მოიპოვა. ეს იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი და ახლანდელი 9 ნომრების გუნდების დაპირისპირება. ანგარიში კიკნაძემ ჯარიმით გახსნა, მაგრამ “არმაზმა” მალევე ხუციშვილისგან ლელო მიიღო და მდევრის როლში აღმოჩნდა. “ყოჩების” უპირატესობა 10 წუთი გაგრძელდა, მერე ლელო კაიფაჯიანმა გაიტანა, კიკნაძემ გარდასახვა გამოიყენა და 10:5 დასრულდა.
შესვენებამდე საინტერესო მხოლოდ ის მოხდა, რომ ირლანდიელმა რეფერიმ, ჯერ “ყოჩებს” გაუსინბინა მორაგბე (გოგიშვილი), ხოლო 8 წუთში, ყვითელი ბარათი “არმაზელ” არჩუაშვილს უჩვენა. მასპინძლებმა მეტობა ვერ გამოიყენეს, აი “ყოჩებმა” კი, მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო 57-ე წუთზე, ჯარიმითვე ერთქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ეს უპირატესობა მეტოქემ მატჩის განახლებისთანავე გაქვითა, თუმცა, 61-ე წუთზე ბოლნისელები კვლავ დაწინაურდნენ და თან, მეტოქე კაცნაკლული დარჩა.
მიუხედავად ამისა, კაცნაკლულმა “არმაზმა” 66-ე წუთზე ლელო გაიტანა - თავი კიკნაძემ გამოიჩინა და გარდასახვაც თავადვე შეასრულა. 71-ე წუთზე, უკვე “ყოჩებს” გაუგდეს კაცი და კიკნაძემ ჯარიმიდან იხეირა, მაგრამ ბოლო წუთზე სოხაძემაც გაიტანა ჯარიმა, ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა და “ყოჩებს” პრემიალური ქულა მოუტანა - 23:17.
მეორე მატჩში, დედაქალაქურ დერბიში “არმია” “ლოკომოტივთან” მე-13 წუთზე აფციაურის ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ ერთ წუთში, მეკოკიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და რკინიგზელებმა ათწუთიან მონაკვეთში 12 ქულა აიღეს. ლელოები ელოშვილმა და ბიწაძემ გაიტანეს, წიკლაურმა ერთი გარდასახვა გამოიყენა და მისივე გატანილი ჯარიმით, “ლოკომოტივმა” ტაიმი 15:3 მოიგო.
მეორე ტაიმის დებიუტში, წიკლაურმა არეკნი და მორიგი ჯარიმა გამოიყენა, რითაც ანგარიში 21:3 გახადა. “არმია” გამოცოცხლდა და 53-ე წუთზე ცხადაძის ლელოთი უპასუხა, მაგრამ წიკლაურმა ჯარიმით სოლიდური სხვაობა შეინარჩუნა. 67-ე წუთზე, უკვე “ლოკომოტივი” დაისაჯა გეგიას სინბინით და ახლა კალმახელიძემ გამოიყენა საკუთარი გუნდის მეტობა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა, მაგრამ წიკლაურმა იქვე ჯარიმით უპირატესობა კვლავ სოლიდური გახადა. საბოლოოდ, გუნდებმა მეტი ქულების აღება ვეღარ მოახერხეს და “არმიამ”, რომელიც მიმდინარე სეზონში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო, პირველი მარცხი იგემა - 15:27.

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. IV რაუნდი
28 სექტემბერი
თბილისი. “შევარდენი”.
არმაზი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 23:17 (10:5)
არმაზი: 15. ნიკოლავა, 14. ა. ხუციშვილი (სირაძე 63), 13. მაჩხანელი, 12. კაიფაჯიანი (ბროძელი 47), 11. ლიპარტელიანი, 10. კიკნაძე, 9. აბუსერიძე (მისრიაშვილი); 1. ბეჟიაშვილი (ბუკია 57, მარგველანი 74), 2. თაგაური, 3. მარგველანი (ჯიბლაძე 67), 4. კანდელაკი, 5. არჩუაშვილი, 6. გიგაური (ჩხაიძე 50), 7. მინაშვილი, 8. სოსელია.
2 ლელო: კაიფაჯიანი, კიკნაძე
2 გარდასახვა: კიკნაძე
3 ჯარიმა: კიკნაძე
2 სინბინი: არჩუაშვილი, თაგაური
ყოჩები: 15. შ.მახარაშვილი, 14. გოგოლაშვილი, 13. რ. ხუციშვილი, 12. ქუშაშვილი (გაბუნია 67), 11. ხარშილაძე (კ. მახარაშვილი 67), 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ესაკია 70), 2. ხიდეშელი (ცუცქირიძე 56), 3. შენგელია (ჯინჭარაძე 53), 4. მეტრეველი (ესაკია 33-45, წიკლაური 46), 5. გრძელიშვილი, 6. აფციაური, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.
1 ლელო: ხუციშვილი
4 ჯარიმა: სოხაძე
2 სინბინი: გოგიშვილი, აფციაური

თბილისი. “ავჭალა”.
ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი) 27:15 (15:3)
ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. გ. ბიწაძე, 13. ვასაძე (კობერიძე 64), 12. კავთიძე, 11. ჟამუტაშვილი, 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. ელოშვილი (გასვიანი 76), 2. გენებაშვილი (თავბერიძე 46), 3. ზარიძე (ბალიაშვილი 46), 4. გეგია, 5. ხულუაშვილი, 6. ბერიშვილი, 7. ახვლედიანიმ, 8. თხელიძე.
2 ლელო: ელოშვილი, ბიწაძე
1 გარდასახვა: წიკლაური
4 ჯარიმა: წიკლაური
1 არეკნი: წიკლაური
1 სინბინი: გეგია
არმია: 15. აფციაური, 14. გაგოშვილი, 13. ჩხიკვაძე, 12. ბაირამაშვილი (კალმახელიძე 52), 11. გაბროშვილი, 10. ელიზბარაშვილი, 9. ღვინჯილია; 1. ქორიძე (ხარებავა 41, ზაქაშვილი 67), 2. მეკოკიშვილი (მამუკაშვილი 41), 3. დონაძე, 4. ბ. ბიწაძე, 5. დ. ჩიტიძე (აზალაძე 43), 6. დარასელია (თხილაიშვილი 45), თავართქილაძე, მაისურაძე (მამუკაშვილი 17-24, ცხადაძე 45).
2 ლელო: ცხადაძე, კალმახელიძე
1 გარდასახვა: აფციაური
1 ჯარიმა: აფციაური
1 სინბინი: მეკოკიშვილი

ხარები (რუსთავი) – აკადემია (თბილისი) (გადაიდო)


1 არმაზი 4 3 0 1 106-66 14

2 ლოკომოტ. 4 3 0 1 68-65 12

3 ყოჩები 4 2 1 1 87-67 11


4 აია 3 2 0 1 47-36 10

5 ლელო 3 2 0 1 92-54 10

6 არმია 3 2 0 1 74-47 9

7 ჯიქები 3 1 1 1 64-64 7

8 ხარები 3 0 0 3 39-92 1

9 აკადემია 3 0 0 3 24-79 1

10 ბათუმი 2 0 0 2 26-57 0


29 სექტემბერი
ბათუმი. ანგისა. 15:00 საათი
ბათუმი (ბათუმი) - ლელო (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ჯიქები (თბილისი) - აია (ქუთაისი)


ზურა ქსოვრელი

www.worldspoert.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0