x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ქვეითთა საბრძოლო მანქანები
ვაგრძელებთ სტატიების სერიას რომლებიც ეხება საქართველოს სამხედრო შეიარაღებას და ამჯერად ვისაუბროთ ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია რაიმე სამხედრო მოქმედების შესრულება ხმელეთზე.

ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП 1


БМП 1 რომელიც შეიქმნა 60-იან წლებში წარმოადგენს მსოფლიოში პირველ ქვეითთა საბრძოლო მანქანას. სულ მალე მან დაიკავა ადგილი და გახდა ჯარისკაცის საუკეთესო, ერთგული მეგობარი ბრძოლის ველზე. მას გააჩნია დაჯავშნული კორპუსი რაც უზრუნველყოფს ეკიპაჟის საიმედო დაცვას. იგი იტევს 11 მებრძოლს. ამ სახის საბრძოლო მანქანა აქტიურად გამოიყენება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად.image




ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2

თავისი წინამორბედისაგან იგი განსხვავდება შედარებით დიდი კოშკურით და ასევე ჯავშნით. БМП-2-ის შექმნით აღმოიფხვრა მისი წინამორბედის მინუსები. მას გააჩნია ბევრად მომატებული საცეცხლე ძალა რაც მას აყალიბებს ბევრად უფრო მრავალფუნქციურ საბრძოლო უნივერსალად.

image
"ლაზიკა"

სამხედრო მანქანა "ლაზიკა" შეიქმნა საქართველოში, "დელტას" ბაზაზე. იგი წარმოადგენს პირველ ქართულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას რომელსაც გააჩნია საკმაოდ ძლიერი ჯავშანი, რომელიც უძლებს სხვადასხვა კალიბრის ტყვიებს და ასევე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს. ლაზიკაზე შეიძლება სხვადასხვა იარაღის დამონტაჟებაც, სიტუაციის სპეციფიკიდან გამომდინარე. "ლაზიკა" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ქვეითთა ჯავშანმანქანაა.

image


ამით ქვეითთა საბრძოლო მანქანები ამოვწურეთ. შემდეგ სტატიაში ჩვენ შევეხებით საქართველოს შეიარაღებაში არსებულ ტანკებს, რაც დამეთანხმებით რომ ძალზედ საინტერესოა.








0
72
2-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0