x
image
მანჩო 777
ქათმის პიკანტური სალათი ხილით
image
ინგრედიენტები:

ქათმის მკერდის ფილე-400 გრამი

საშუალო ზომის ვაშლი-2 ცალი

კივი-3 ცალი


ფორთოხალი-1 ცალი

სალათის ფოთლები-1 კონა

ავოკადო-1 ცალი (შეიძლება მის გარეშეც)

ნიგოზი-100 გრამი

ბროწეული-1 ცალი

თეთრი ღვინის ძმარი-3 სუფრის კოვზი

ბროწეულის წვენი-3 სუფრის კოვზი

ნიგვზის ზეთი-2 სუფრის კოვზი

მარილი, წითელი წიწაკა-გემოვნებით


მომზადება:

ვაშლი, კივი, ფორთოხალი, ავოკადო გავთალოთ, გავასუფთაოთ კურკებისაგან, დავჭრათ პატარა ოთკუთხა ნაჭრებად. ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავჭრათ ისიც პატარებად ან დავაქუცმაცოთ ხელით. სალათის ფოთლები დავტეხოთ ხელით.

მოვამზადოთ ნიგვზის სანელებელი შემდეგნაირად: ნიგოზი დავნაყოთ, დავამატოთ ზეთი, ძმარი, ბროწეულის წვენი, მარილი და წიწაკა. ავურიოთ კარგად, დავასხათ ცოტაოდენი გადადუღებული წყალი, რომ მასა გამოვიდეს არაჟნის სისქის. ამ მასის მაგივრად შეიძლება გამოვიყენოთ მაიონეზი, მაგრამ ნიგვზით გაცილებით გემრიელია.

სალათის ფოთლების ნახევარი მოვაწყოთ ფართო სასალათეზე, დანარჩენი ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში და დავასხათ ჩვენი მომზადებული სოუსი, ფრთხილად ავურიოთ და გადავიტანოთ სასალათეზე. თავზე გავაფორმოთ დარჩენილი სალათის ფოთლებით და მოვაყაროთ ბლომად გარჩეული ბროწეული.

გემრიელად მიირთვით!

0
68
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0