x
image
მანჩო 777
უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება
image
ინგრედიენტები:

ფხვიერი ნამცხვარი(კარგია "საიუბილეო") - 300 გრამი

კარაქი- 150 გრამი

ყველი "მასკარპონე"- 500 გრამი


ნაღები (ცხიმიანობა 35%)- 200 გრამი

შაქარი- 150 გრამი

ჟელატინი- 20 გრამი


მომზადება:

ჟელატინს დავასხათ 100 მილილიტრი გადადუღებული ცივი წყალი, გავაჩეროთ ერთი საათი. ნამცხვარი გავატაროთ ხორცსაკეპში ან დავაბლენდეროთ კარგად. კარაქი გავადნოთ ნელ ცეცხლზე. დავასხათ გამდნარი კარაქი დაფშვნილ ნამცხვარს, უნდა გამოვიდეს ფხვიერი მასა. ეს მასა მოვათავსოთ ფორმაში (დიამეტრი 22-25 სმ). კარგად დავტკეპნოთ ხელით. დავდგათ მაცივარში მანამ, სანამ კრემს ვამზადებთ.

დამბალი ჟელატინი დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ავადუღოთ. ნაღები ავთქვიფოთ კარგად და დავამატოთ შაქარი. გავაგრძელოთ თქვეფა. დავუმატოთ " მასკარპონე " და კარგად ავურიოთ. დავამატოთ ჟელატინი, ისევ ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოვათავსოთ ჩვენი კრემი მაცივარში შენახულ ნამცხვარზე, კარგად გადავასწოროთ და დავდგათ ისევ მაცივარში 3-4 საათით. ზემოდან გავაფორმოთ სურვილისამებრ:ან ხილით, ან დავახეხოთ შოკოლადი. ჩვენი გემრიელი ჩიზქეიქი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

2
575
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
575
  
2013, 27 სექტემბერი, 21:26
გაიხარე, ჩემო კარგო:)
2013, 27 სექტემბერი, 21:20
ჩიზქეიქი ჩემი უსაყვარლესი ნამცხვარია. ჩემებური ვარიანტიც კი მაქვს "შემუშავებული" და დავდებ მალე:) ჟელატინიანი რეცეპტი არ ვიცოდი და ძალიან დამაინტერესა. მადლობა.
0 1 2