x
image
worldsport.ge
“რეალი” მანჯუკიჩს უმიზნებს

imageზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “რეალი” მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის – მარიო მანჯუკიჩის გადაბირებას ეცდება. ამის შესახებ Punto Pelota იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, 27 წლის ხორვატის სანაცვლოდ, მადრიდელები მიუნხენელებს 35-დან 40 მილიონ ევრომდე შესთავაზებენ. რამდენადაც ცნობილია, “რეალი” ზამთრის სატრანსფერო სეზონში ტრანსფერებს არ გეგმავს და გამონაკლისი არც “ბაიერნის” ფორვარდი იქნება.
ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მანჯუკიჩმა 6 მატჩი ჩაატარა და 4 გოლს მოუყარა თავი.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0