x
image
ვიზა კოხაძე
ჰოლივუდის ვარსკვლავებში განქორწინებებმა იმრავლა

imageჯერ კიდევ მონიკა ბელუჩის სკანდალური და ხმაურიანი განქორწინება არ ჰქონდა საზოგადოებას მივიწყებული, რომ განქორწინების ახალმა ტალღამ იფეთქა და ამჟამად მსახიობი და ჰოლივუდის ვარსკვლავი რიჩარდ გირი 11 წლიან ქორწინებას ანგრევს მეუღლე კერი ლოუელთან, რომელთანაც ვარსკვლავს 13 წლის ვაჟი ჰყავს.

როგორც New York Post the იტყობინება, მათ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, რომ გაშორდნენ ერთმანეთს.მსახიობი და მოდელი ერთდროულად საუბრობენ გადაწყვეტილების მიზეზებზე, რომელიც განსხვავებულმა ცხოვრების წესმა გამოიწვია.

imageimageimageimage
imageimage 64 წლის რიჩარდ გირი - უკვე სიბერისკენ მიმავალი, მშვიდი ცხოვრებით აპირებს ცხოვრების გაგრძელებას. 52 წლის მოდელი - კერი ლოუელი წლების წინ თიმოთი დალტონს ხვდებოდა, როგორც რიჩარდ გირი იყო უზომოდ შეყვარებული სუპერმოდელ სინდი კროუფორდზე (მოგეხსენებათ, ისინი 1991 - 1995 წლებში დაქორწინებულებიც კი იყვნენ).სწორედ 1995 წელს გაიცნო წყვილმა ერთმანეთი.ისინი ერთად უკანასკნელად საზოგადოებამ 2013 წლის იანვრის თვეში იხილეს ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე.

კერი ლოუელი სამჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი ქმარი გახლდათ მოდის ფოტოგრაფი ჯონ სტემბერი(1984 - 1988), მეორედ იგი მსახიობ გრიფ დანზე დაქორწინდა, რომელთანაც გოგონა ჰანა დანი შეეძინა.

0
106
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0