x
image
worldsport.ge
მანჩინიმ, შეიძლება, “გალათასარაი” ჩაიბაროს

imageიტალიური სპორტული გამოცემების ცნობით, სტამბოლის “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი რობერტო მანჩინია. გუშინ, “გალათასარაის” ხელმძღვანელობამ კლუბის თავკაცი ფათიჰ თერიმი გაანთავისუფლა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა, ახალი, ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა.
მანჩინი ბოლოს “მანჩესტერ სიტის” ედგა სათავეში და ამ გუნდთან ერთად ინგლისის თასი (2010/11), ჩემპიონატი (2011/12) და სუპერთასი (2012) მოიგო.
“გალათასარაი” თურქეთის ჩემპიონატში 4 ტურის შემდეგ მე-10 ადგილზეა, 6 ქულით. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი კი, საკუთარ კედლებში მადრიდის “რეალთან” 1:6 წაგებით დაიწყო.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0