x
image
გიორგი 21
უბრლო თამაში თუ უფრო მეტი ასასინები ვეფხისტყაოსანში აღმოჩნდნენ

image ასასინ-მოლიდების სექტა, იყო ციხე-ქალაქ ალამუთში, რომელიც მდებარეობდა ირანის ჩრდილოეთით, სამი საუკუნის განმავლობაში შიშის ზარს სცემდა აზიისა და ევროპის იმდროინდელ მეფე გამგებელთ .ქართულ ისტორიულ წყაროებში ასასინები 1191 წ მოიხსენებიან."მასა ჟამსა შინა მოიკლა ყიზასლან ათაბაგი მოლიდთა მიერ" წერს თამარ მეფის ისტორიკოსი.არ შეიძლებოდა, ასასინების არსებობა ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში არ ასახულიყო, მითუმეტეს, რომ მათი პარპაშის ხანა "ვეფხისტყაოსნის"დაწერის სავარაუდო თარიღს (1189-1207)ემთხვევა.პოემის ისტორიული ფონის მიმოხილვისას, ყურადღება მიექცა არა მარტო ასასინების ციტადელს, ალამუთსა და ქაჯეთის ციხეს, არამედ მოლიდებისა და გრძნეულ ქაჯების მსგავსებასაც "ქაჯთა ქალაქი აქამდე მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შინა მაგარი კლდეა მაღალი და გრძელი, მას კლდესა შინა გვირაბია, ასაძვრომელი ხვრელია ...ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივს გარდასწვდებიან, გზა გვირაბით შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან" ხოლო ქაჯებს ნესტან-დარეჯანი ასე ახასიათებს: “ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი, კაცნი გრძებისა მცოდნენი, ზედაზედ გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი, მათი შემბელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი" ეს ტაეპი თითქმის ზუსტად ემთხვევა მემატიანის მიერ ასასინ-მოლიდების დახასიათებას: “სპარსთა შორის მოლიდნი მხიბლავნი(მომნუსხავი-მაჰიპნოზებელნი)და მწამვლელნი მრავალ იპოებიან"(თამარის ისტორიკოსი) მეცნიერთა აზრით, რუსთაველმა თვალწინ გადაგვიშალა 12-13 საუკუნის მაჰმადიანური სამყარო.ამ სამყაროში კი ერთ-ერთ მნიშვნელობას წარმოადგენდა ასასინი-მოლიდები...რუსთაველს არშეძლო, გვერდი აევლო ასეთი მოვლენისათვის და თავის მხატვრულ ტილოზე არ მიეჩინა მისთვის გარკვეული ადგილი.რაც შეხება ალამუთის განადგურებაში ქართველების წვლილს, მემატიანე ამ ამბავს ასე აღწერს:image “მონღოლთა წარიყვანე ქართველნი ალამუთს, ქართველნი დიდ ჭირს იყვნენ თათართა მიერ, რამეთუ მიმდები და მოუწყინებელი ბრძოლა აქუვნდა ალმუთელთა მიმართ... დიდსა ჭირსა იყვნენ მეფენი(დავით ულუ და დავით ნარინი) და ყოველნი მთავარნი, დაუცხრომლად ებრძოდეს ურჩთა და უმეტეს ალამუთს მყოფთა, რამეთუ შვიდსა წელსა ჟამსა განგრძელდა ბრძოლისა ყოფა მათი" მონღოლების, ქართველებისა და სპარსელების შეერთებულმა ძალებმა, ბოლოს და ბოლოს, გატეხეს ალამუთის სიმაგრე.1256წ 19-24 ნოემბერს მათ აიღეს უძველესი ციხე-ქალაქი, ხელთ იგდეს დიდი სიმდიდრე, ტყვე და წერილობითი დოკუმენტები...ამის შემდეგ მოეღო ბოლო ასასინთა ძლიერებას და პოლიტიკურ გავლენას.გადარჩენილი ასასინების უმნიშვნელო ნაწილი ეგვიპტეში გადასულა, "ილტვოდეს ეგვიპტედ, რომელ არს მისი, რამეთუ აღიღეს დედაწული და ხვასტაგი და ყოველი სიმდიდრე მათი და მუნ დაამკვიდრა სულთანმა მისრეთისამან", მოგვითხრობს მემატიანე.

1
1233
5-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 21
გიორგი 21
1233
  
2013, 2 დეკემბერი, 0:26
კარგია
0 1 1