x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ბუნებრივად შავი ქათამი სამკურნალო ღირებულებების ეტალონი.
არ ვიცი გსმენიათ თუ არა ბუნებრივად შავ ქათამზე რაიმე, რომლის ჯიშები განსაკუთრებით აზიის ქვეყნებშია გავრცელებული, მაგრამ ყველაზე პოპულარულად შავ ქთმებში ითვლება ჩინური ქათამი სახელწოდებით "Silkie". ქათამს კანი, ძვლები და შინაგანი ორგანოებიც კი შავი აქვს.


image




ქათამი Silkie ლამაზი ფრინველია, გარედან დაფარული ფუმფულა, ხავერდოვანი ბუმბულით. დასავლურ ქვეყნებში ეს ქათამი ძირითადად დეკორატიული მიზნებისთვის გამოიყენება, თუმცა სამკურნალო ღირებულებებიც გააჩნია, რომელიც 8-ე საუკუნიდან იქნა აღმოჩენილი. ჩინელი ქალბატონები ხშირად მიირთმევენ ამ ქათამს მშობიარობის შემდეგ ბულიონის სახით, რათა დახარჯული ენერგია და იმუნიტეტი აინაზღაურონ და შეივსონ. ასევე განსაკუთრებით სასარგებლოდ მოქმედებს სისხლზე, კუჭის დაავადებებზე და ფილტვებზე. დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ პეპტიდებსაც და კვლევებმა აჩვენა, რომ იგი უებარი საშუალებაა დიაბეტისა და აუტიზმის სამკურნალოდ.


როგორც ამბობენ გემოთი ჩვეულებრივ ქათამს არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ სამკურნალო ღირებულებები გაცილებით მეტი აქვს.



იხილეთ "Silkie"-ს ფოტოები ცოცხალ და დაკლულ ვარიანტში:



image


image


image


image

11
558
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
558
  
2013, 2 ოქტომბერი, 2:41
საზიზღრობაა
2013, 23 სექტემბერი, 22:07
გეთანხმებით.მართალია.:))
2013, 23 სექტემბერი, 21:52
ალბათ ბევრი რამ ჩინელებისთვისაც საზიზღრობას წარმოადგენს, რაც ჩვენთვის ქართველებისთვის დელიკატესია :)
2013, 23 სექტემბერი, 21:42
ეს როგორ უნდა ჭამოს ადამიანმა,საზიზღრობაა.
2013, 23 სექტემბერი, 20:36
თან ჩვენს ქათმებს არ ჩამოუვარდება გემოთიო იუწყება ვისაც აქვს გასინჯული, მეც მაინტერესებს, აზიის ქვეყნებშია ფართოდ გავრცელებული და თუ როდისმე მიგიწვდებათ ხელი, ამ სურვილსაც აისრულებთ :)
2013, 23 სექტემბერი, 20:33
მშვენივრად გეახლებოდით ამ ქათამს სადმე რომ წავაწყდე
2013, 23 სექტემბერი, 16:30
ამის ფოტო დავდე ამასწინათ,მეთქი რა ჯიშის ფრინველიათქო :) ეს როგორ უნდა ჭამო :X
2013, 23 სექტემბერი, 15:51
სიამოვნებით გავსინჯავდი
2013, 23 სექტემბერი, 15:49
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი-ოოო :)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10