x
image
blednalici
ნუშის რძე (ფოტო რეცეპტი)
ძალიან ადვილი მოსამზადებელია.image


ინგრედიენტები: 30 ნუშის გული, 200 მლ წყალი, 100 მლ რძე, ერთი სუფრის კოვზი თაფლი.image



ნუშის რძე ძალიან სასარგებლო სასმელია, წარმოშობით ინდოეთიდან არის. ნუში შეიცავს დიდი რაოდენობით კალცს და სხვადასხვა ვიტამინებს. ნუშის რძეში ეს ნივთიერებები არის თხევადი ფორმით, ამიტომაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი. განსაკუთრებით სასარგებლო არის ბავშვებისათვის.



მომზადების წესი: ნუშს დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 5-10 წუთი, ამის შემდეგ გავაცალოთ ქერქი (ის ძალიან ადვილად ცილდება). image



გამზადებული ნუში მოათავსეთ ბლენდერში და დაუმატეთ 200 მლ წყალი.image


დაახლოებით 5 წუთი დააბლენდერეთ მცირე ხნიანი შესვენებით. ნუშის რძე ხდება თეთრი ფერის, როგორც ნამდვილი რძე.image


დაუმატეთ რძე, თაფლი და დააბლენდერეთ დაახლოებით ორი წუთი.image


მიღებული მასა გაწურეთ მარლაში ოთხ ფენად. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ გაუწურავი, მაგრამ გაწურული ნუშის რძე უფრო სასიამოვნო დასალევი არის.image

მიირთვით გემრიელად.

2
1296
4-ს მოსწონს
ავტორი:blednalici
blednalici
1296
  
2013, 23 სექტემბერი, 0:20
მადლობთ დამატებითი ინფორმაციისათვის
2013, 22 სექტემბერი, 22:37
ნუშის რძე სამკურნალოდ გამოიყენება თირკმელებისათვის და არის ძალიან სასარგებლო.
0 1 2