x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
რა "სტკივა" მაია ასათიანს

image- თოქ-შოუ "პროფილის" წამყვანი, მაია ასათიანი, ერთ-ერთ ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხობს, რომ შეყვარებული არ არის, თუმცა შინაგანად შეცვლილია, აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ რთული პერიოდი მის ცხოვრებაში, შინაგანი მდგომარეობის თვალსაზრისით დასრულდა.
- ვერ იტყვის, რომ რაღაც სიახლეები აქვს პირად ცხოვრებაში, უბრალოდ ეხლა უფრო მარტივად უყურებს ცხოვრებასაც და ადამიანურ ურთიერთობებსაც, თუმცა ჰგონია, რომ დღეს იმისთვის, რომ ვიღაც შეუყვარდეს, რაღაც სასწაული უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ ახლა, ამ გადმოსახედიდან ძალიან რთულია მისთვის ვიღაცასთან ურთიერთობის დაწყება.
- არ იცის ეს რისი ბრალია, შეიძლება მისი წარმატების, შეიძლება მისი პოპულარობის, შეიძლება იმის, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი აქვს და ამას არც მალავს. კომპლექსი აქვს თავის პოპულარობასთან დაკავშირებით, მაგალითად ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს შეიძლება არ აწუხებდეს, მაგრამ ის ხანდახან უხერხულად გრძნობს თავს,
როდესაც სადღაც მიდის და ყველა მას უყურებს, ყველამ იცის მისი ვინაობის შესახებ, როცა მისი თითოეული ნაბიჯი, ან გამონათქვამი მაშინვე ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბუნებრივია ეს მისი არჩევანია და ამას უძლებს, თუმცა ასეთი ცხოვრების სტილმა ერთგვარად ის დააკომპლექსა, აქედან გამომდინარე აქვს კომპლექსი, როდესაც ადამიანთან იწყებს ურთიერთობას. უჩნდება შეკითხვა ის ურთიერთობს ქალთან, თუ წამყვან მაია ასათიანთან.
- როგორც წესი ადამიანებს უყვართ წამყვანი და არ უნდათ
დანახვა წამყვანის მიღმა, რომ ერთი ჩვეულებრივი ქალია და ეს მისთვის პრობლემაა. მის ცხოვრებაში ყოფილა გრძნობა, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი მოუტანა, ეს ყველაფერი დიდი
ხნის წინ დამთავრდა და მას არ სურს იმ ყველაფრის გახსენება, რადგან როცა ახსენდება, ადანაშაულებს საკუთარ თავს და ძალიან სტკივა.

1
40
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
40
  
2013, 20 სექტემბერი, 14:10
ძალიან მიყვარს ეს ქალი,მიუხედავად მისი წარმატებისა ძალიან თავმდაბალი კეთილი და უბრალოა...რაც სხვებს უნდა შურდეთ
0 1 1