x
image
მანჩო 777
ათი ყველაზე ძვირი ფოტოსურათი მსოფლიოში
ხელოვნება დიდი ხანია გადაიქცა კომერციული ურთიერთობების ობიექტად. თუმცა პრინციპს:"ხარისხი განსაზღვრავს ფასს", აქ ყოველდღიური მოხმარების საგნებისაგან სრულიად განსხვავებული დანიშნულება აქვს. ხშირად ძნელი გასაგებია, თუ რატომ ღირს ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში ასეთი ძვირი. ასე ხდება ხელოვნების ყველა სფეროში და არც ფოტოგრაფიაა გამონაკლისი. წარმოგიდგენთ ათ ყველაზე ძვირად შეფასებულ ფოტოგრაფიას მსოფლიოში :

1. " Rhein II " -ავტორი ანდრეას გურსკი.image

ანდრეას გურსკი- გერმანელი ფოტოგრაფია, რომელიც დაიბადა 1955წელს ლაიფციგში, მაგრამ ამჯამად ცხოვრობს და მოღვაწეობს დიუსელდორფში.

გურსკი ცნობილია თავისი დიდი ფორმატის პანორამული ფოტოგრაფიებით, მაგრამ ყველაზე პოპულარულია მისი ფოტო"Rhein II".


image


ფოტო წარმოადგენს ევროპის ერთ ერთი უდიდესი მდინარის-რეინის პანორამულ გამოსახულებას. დღესდღეობით ეს სურათი ითვლება უძვირესად მსოფლიოში. ციფრული დამუშავების მეშვეობით სურათიდან წაშლილია შენობები და გამვლელები.

ამ სურათის ყურების დროს გვახსენდება მალევიჩის "შავი კვადრატი". თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრს არ ესმის ასეთი ხელოვნება.

Christie-ის აუქციონზე 2011 წელს ეს ფოტოგრაფია შეფასებული იყო 2, 5 მილიონად, თუმცა გაცილებით ძვირად, 4 338 500 დოლარად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა უცნობია.

2. "Untitled #96"
-სინდი შერმანის ფოტოგრაფია

image
სინდი შერმანის ფერადი ფოტოების სერიიდან ყველაზე ცნობილია 96-ე სურათი. მას მეორე ადგილი უჭირავს უძვირეს ფოტოგრაფიებს შორის. მიუხედავად არცთუ მდიდარი კომპოზიციისა, სურათი დიდი აზრის მატარებელია. მასზე გამოსახულია მოზარდი გოგონა, უმწიკვლო და ამასთანავე მაცდური, რომელიც თითქოს გვიხსნის, როგორ შეიძლება ქალურმა ძალამ ამოხეთქოს სულის სიღრმიდან.

სურათი Christie-ის აუქციონზე გაიყიდა 3 890 000 დოლარად.

3."Untitled, Cowboy" - ავტორი რიჩარდ პრინსი.

image
ფოტოგრაფია წარმოადგენს Marlboro-ს სარეკლამო პლაკატს და გაიყიდა Sotheby-ის აუქციონზე 3 401 000 დოლარად, მყიდველი უცნობია.

4."99 cent"-ანდრეას გურსკი

image
გურსკის სურათი "99ცენტი" Sotheby-ის აუქციონზე გაიყიდა 3 346 456 დოლარად. მისი ბედნიერი მფლობელია უკრაინელი ბიზნესმენი ვიქტორ პინჩუკი.

5."ტბა მთვარის შუქზე"-ედუარდ სტაიხენი

image
ფოტოს ფასია 2 928 000 დოლარი.

6."Billy Kidd"-უცნობი ავტორი

image
ბილი კიდი ცნობილი დამნაშავე იყო ველურ დასავლეთში. იგი მოკლა შერიფმა პეტი გარატმა, მერე კი მისი ბიოგრაფია დაწერა. სწორედ აქედან გახდა ცნობილი ბილი. ფოტოსურათი მიეკუთვნება ერთ ერთ უძველეს ფოტოგრაფიას და სწორედ ეს განსაზღვრავს მის ფასს:2 300 000 დოლარი.

7. " Тобольский кремль"-დიმიტრი მედვედევი

image
ფოტოს ფასი განპირობებულია მისი ავტორის ცნობადობით, რადგან ის, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის პრეზიდენტია. სურათი გაიყიდა საქველმოქმედო საღამოზე 51 მილიონ რუბლად. ფოტო გადაღებულია ვერტმფრენიდან დიმიტრი მედვედევის მიერ.

8."Nude"-ავტორი ედუარდ უესტონი, გადაღებულია 1925 წელს.

image
ფოტო გაიყიდა 1 609 000დოლარად.

9.''Georgia O'Keeffe, hands"-ალფრედ სტიგლიცი.

image
სტიგლიცი დაქორწინებული იყო მხატვარზე Georgia O'Keeffe. მისმა პორტრეტებმა მას არნახული წარმატება მოუტანა.

სურათი გაიყიდა 1 470 000 დოლარად.

10. ''Georgia O'Keeffe, nude"-ალფრედ სტიგლიცი.

image
ფოტოსურათი გაიყიდა 1 360 000 დოლარად.

10
601
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
601
  
2013, 20 სექტემბერი, 23:51
მოუთმენლად ველოდები:) მერე აუქციონი მოვაწყოთ ინტერმედიაზე.
2013, 20 სექტემბერი, 23:47
ეხლა დავდებ ჩემ გადაღებულ შედევრს
2013, 20 სექტემბერი, 23:44
ეუფფფ, ნუ "ნი სკრომნაააა":D:DD
2013, 20 სექტემბერი, 23:41
საწყისი ფასი 100000$
2013, 20 სექტემბერი, 23:39
მაინც რა ფასად? 2 მილიონად?:DD
2013, 20 სექტემბერი, 23:39
ვყიდი ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს იაფად :D
2013, 19 სექტემბერი, 22:27
მე ეტყობა კარგად ვერ ვერკვევი ხელოვნებაში, მართლა არ მესმის რატომ ასე ძვირი? ფოტოა, ფერწერა ხომ არა?
2013, 19 სექტემბერი, 22:24
ხელოვნების ნიმუში ჩემთვის ფასდაუდებელია. :)
2013, 19 სექტემბერი, 22:19
მადლობა, ფასებზე აღარაა საუბარი, ხომ?
:D
2013, 19 სექტემბერი, 22:11
საინტერესო სტატიაა, საინტერესო სურათებით.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10