x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ უნდა ჭამოს მომავალმა დედამ ვაშლი , ბანანი , კომბოსტო და თევზი

imageორსულობის დასაწყისში გემოვნების შეცვლა არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა. ხშირად მსგავსი შეგრძნება ორსულობის ყველაზე ადრეული ნიშანია. საიდან ჩნდება ეს, რას ნიშნავს მჟავე და მწარე საკვების მომატებული სიყვარული? ეს ყოველივე ბოლომდე არ არის დადგენილი, ამაში ჰორმონების მონაწილეობა უდავოა. ორსულობის პირველ კვირებში ჰორმონების გამომუშავება განსაკუთრებით აქტიური და არათანაბარია.ისინი ზეგავლენას ახდენენ ნივთიერეათა ცვლაზე და ორგანიზმის მოთხოვნილებაზე, ამა თუ იმ ელემენტის მიმართ. კონკრეტული საკვების სურვილი ხშირად ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების დეფიციტზე მეტყველებს. მარილიანი ან მჟავე საკვების მოთხოვნა სავარაუდოდ, მარილის ნაკლებობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, მჟავე კომბოსტო შეიცავს არცთუ ისე ცოტა კალიუმს ..ორგანიზმში კი ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსი აუცილებელია.

ზეთისხილის უეცარი შეყვარება ესეც მარილის ნაკლებობაზე მიუთითებს, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი მანდილოსნები ეტანებიან, რომლებთაც ფარისებრი ჯირკვლის აქტივობა აქვთ დაქვეითებული..თუ მომავალ დედას ბანანი შეუყვარდა გამორიცხული არაა, რომ მას ორგანიზმში კალიუმი აკლია. ამისათვის აუცილებელი მინიმუმ ერთი ბანანი დღეში, რადგან ის 550 მილიგრამ კალიუმს შეიცავს..აუცილებელია ვებრძოლოთ კალციუმის და ფოსფორის დეფიციტს. ისინი განსაკუთრებით ბევრია :რძეში, ბროკოლში, ყველში, კეფირში, ხაჭოსა და ნადუღში..ვაშლის ჭამის სურვილი, რაციონში ნაჯერი ცხიმების სიჭარბის ბრალი შესაძლებელია იყოს. ხილის მიღება აუცილებელია, მასში ვიტამინებთან ერთად ბევრია პექტინი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს წმენდს.

მჟავე ხილით ან მანდარინით პირის ჩატკბობის სურვილი შეიძლება ნაღვლის ბუშტის ბრალი იყოს..ამის მიზეზი შეიძლება ჰორმონების ცვლილება გახდეს. ამიტომ აუცილებელია კვება დღეში 4-5 ჯერ .ჭამის შემდგომ კი ჩაის ასკილის სიროფი..

მუცლად მყოფი ბავშვი დედის ორგანიზმიდან ბევრ კალციუმს ისრუტავს და ამიტომ აუცილებელია შეივსოსს ყოველივე ვიტამინებით

0
1354
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ლომიძე1993
თათია ლომიძე1993
1354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0