x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508582
flydubai ოდესის მიმართულებით იწყებს ოპერირებას


დუბაიში ბაზირებულმა ავიაკომპანია flydubai-მ დღეს საზეიმო
რეისი შეასრულა და ავიაკომპანიის დელეგაცია მისი ხელმძღვანელის გაიტ ალ გაიტის ხელმძღვანელობით საერთაშორისო აეროპორტ კიევში ჩაიყვანა. დელეგაცია უკრაინაში ახალი ბიზნეს-კლასით აღჭურვილი თვითმფრინავით ჩაფრინდა, რომელიც უახლოეს პერიოდში მომხმარებლებისათვისაც გახდება ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე
კი ბიზნეს-კლასით აღჭურვილი ხომალდები, მხოლოდ ტესტირებულ რეჟიმში მუშაობს ქსელის ზოგიერთი მიმართულებით.
image
flydubai კი ქსელის მიმართულებებს სისტემატიურად ზრდის და ამ ეტაპზე იგი ახალ მარშრუტს - ოდესას ამატებს, სადაც იგი კვირაში ორჯერ იფრენს. შედეგად ავიაკომპანიის ქსელში უკვე 66 მიმართულება იქნება.
ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა
"flydubai უკრაინას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებას. ამ მიმართულებით ფრენები ჯერ კიდევ 2011 წელს დავიწყეთ და ამ ეტაპზე უკვე ყოველ კვირა 28 რეისს ვასრულებთ. ამასთან ერთად ბიზნეს-კლასის რეისებიც პირველად სწორედ უკრაინიდან შესრულდება".

ტურისტულმა ნაკადმა უკრაინიდან დუბაის მიმართულებით ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში იგი 46% ით გაიზარდა. ასევე 23% ით გაიზარდა იმ ტურისტთა რაოდენობა, რომლებიც სწორედ flydubai-ის გამოყენებით მოგზაურობენ დუბაიდან სხვა მიმართულებებით. დუბაის გავლით კი უკრაინელ ტურიტებს 200-ზე მეტი მიმართულებით ფრენის
საშუალება ეძლევათ.

საზეიმო შეხვედრაზე საერთაშორისო აეროპორტ „კიევის" დირექტორმა შემდეგი კომენტარი გააკეთა „ჩვენ მივესალმებით Flydubai-ს ჩვენს აეროპორტში. ახალი რეისების დამატება გააუმჯობესებს კიევის ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობას
და დიდი წვლილს შეიტანს მთლიანად აეროპორტის განვითერებაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეისების გაზრდით გაიზრდება საქმინია პარტნიორებისა და ტურისტების ნაკადი უკრაინის მიმართულებით".

ავიაკომპანიის რეისებისა და სხვა მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ გვერდის flydubai.com მეშვეობით.

###

დუბაიში ბაზირებული ავიაკომპანია flydubai მუდმივად ცდილობს
სიახლები შესთავაზოს მომხმარებლებს მგზავრებს მოუხსნას ყოველგვარი ბარიერები და სირთულეები, რომელსაც ისინი მგზავრობის პერიოდში შეიძლება წააწყდნენ. ავიაკომპანია თავისი მუდმივად მზარდი ქსელის გარშემო აერთიანებს imageსხვადასხვა კულტურებს და ამყარებს მათ შორის არსებულ კავშირებს.
2009 წლიდან, ოპერირების დაწყებიდან - დღემდე ავიაკომპანიამ შექმნა:

• ოპერირების ქსელი, რომელიც 65 მიმართულებას მოიცავს. მათ შორის 15 ახალი მიმართულება 2013 წლის იანვრიდან დაემატა;

• ავიაკომპანიამ ფრენების განხორციელება დაიწყო 44 ახალი მიმართულებით,
სადაც მანამდე არცერთ ადგილობრივ ავიაგადამზიდავს პირდაპირი რეისი არ
შეუსრულებია;

• ავიაკომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა უკვე 2000 ადამიანისგან შედგება;

• მგზავრებს ავიაკომპანია სპეციალურ 1000 საათიან გასართობ პროგრამას
სთავაზობს, რომელიც უახლესი HD აპარატურით ხორციელდება და მოიცავს უახლეს
ფილმებს, სიმღერებსა და თამაშებს. სპეციალური პროგრამა ბავშვებისთვისაცაა
წარმოდგენილი.;

• flydubai-ს ავიაპარკი 30 თვითმფრინავისგან შედგება. 2016 წელს ავიაკომპანიას 50 ლაინერი ეყოლება.

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს
დუბაის ეკონომიკის განვითარებაში და ეხმარება დუბაის მთავრობას
ეკონომიკური გეგმების და ხედვების განხორციელებაში. ახალი მიმართულებების
ათვისებით, flydubai ქმნის ახალ სავაჭრო და ტურისტულ შესაძლებლობებს და
ქვეყანაში ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას უწყობს ხელს.



0
18
შეფასება არ არის
ავტორი:მაია ჩიტაშვილი
მაია ჩიტაშვილი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0