x
image
worldsport.ge
კლოპმა მსაჯებს მოუბოდიშა

imageდორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, ნეაპოლში გამართული მატჩის დროს საკუთარი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა. ის მსაჯობით უკმაყოფილებას გამოხატავდა და ამის გამო წითელი ბარათი აჩვენეს.
“ძალიან ემოციური ვარ და ამას ბევრ პლიუსთან ერთად, ბევრი მინუსიც აქვს. საკუთარი საქციელის გამო ბოდიში მოვუხადე როგორც გუნდს, ასევე მსაჯთა ბრიგადას. მაიმუნივით ვიქცეოდი, ასე კი, არ შეიძლება. ზღვარს გადავცდი და სულელურად მოვიქეცი” - განაცხადა ZDF-თან ინტერვიუში კლოპმა.
პირველი ტაიმის შუაში გერმანელმა სათადარიგო მსაჯი გამოლანძღა, რომელიც “დორტმუნდის” მცველ ნევენ სუბოტიჩს მოედანზე დაბრუნების საშუალებას დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდა და ამ პერიოდში გონსალო იგუაინმა მათ კარში პირველი გოლი გაიტანა.
კლოპმა საკუთარი გუნდის მცველ მეტს ჰუმელსის მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა: “მან ძლიერი დარტყმა მიიღო და ტკივილები ახლაც აწუხებს. თუმცა, ვფიქრობ, ის მალე შეძლებს გამოჯანმრთელებას”.


http://www.youtube.com/watch?v=PK5Ug2lhB5Y


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0