x
image
ციცი
"Elite Model Look Georgia 2013"-ის ღია შესარჩევი ტური "თბილისი მოლში" გაიმართა
image

Elite Model Look იმიჯ ცენტრი ემზადება ყველაზე პრესტიჟული სამოდელო კონკურსისთვის. "Elite Model Look Georgia 2013"-ში მონაწილე მოდელების გამოსავლენად ჩატარდა ღია შესარჩევი ტური, რომელიც გაიმართა "თბილისი მოლში", 7 სექტემბერს.

ჟიური 4 წევრისგან შედგებოდა, ესენი იყვნენ: იმიჯ ცენტრის ხელმძღვანელი ია კიწმარიშვილი, პედაგოგი გიგა თხინვალელი, მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ფიქრია ფანქველაშვილი და გასული წლის კონკურსის გამარჯვებული ლიკა მეტრეველი.

კოკნკურსში მონაწილე 14-დან 22 წლამდე გოგონებს შორის, შერჩეული იქნა 20 გოგონა და ასევე 16-დან 24 წლამდე ვაჟებს შორისაც შეირჩა 20 ბიჭი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფინალში, რომელიც გაიმართება 30 სექტემბერს და რომელზეც გამარჯვებულს გამოავლენს პარიზიდან ჩამოსული "Elite Model look"-ის წარმომადგენელი.


ხოლო ჩინეთის ქალაქ შენზენში, 27 ნოემბერს გაიმართება მსოფლიო ფინალი და "Elite Model Look Georgia 2013"-ის გამარჯვებული გაემართება ამ მსოფლიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.


გთავაზობთ ამ კონკურსის ამსახველ ფოტოებს:

imageimageimageimageimageimageimageimageimage
image

0
111
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0