x
image
მანჩო 777
ლეონარდო დი კაპრიო გახდება ამერიკის ოცდამერვე პრეზიდენტი
image
ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო ახალ ფილმში განასახიერებს ამერიკის ოცდამერვე პრეზიდენტს-ვუდრო ვილსონს.

ფილმის შექმნით დაკავებული იქნება პროდიუსერული კომპანია Appian Way, რომელიც თავად მსახიობს ეკუთვნის.ფილმი დაფუძნებული იქნება პრეზიდენტ ვილსონის ბიოგრაფიაზე, რომლის ავტორია პულიცერის პრემიის ლაურეატი მწერალი ენდრიუ სკოტ ბერგი. პროექტს კურირებას გაუწევს თვითონ მწერალი.

აღსანიშნავია, რომ ბიოგრაფიის ეკრანიზაციის უფლების მოპოვებას კინოკომპანია Warner Bros-იც ცდილობდა.

გამოცემა წიგნის თაროებზე სულ ახლახანს მოხვდა და უკვე მოასწრო კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურება მოეპოვებინა. წიგნი გვიხატავს ვუდრო ვილსონის დახვეწილ პორტრეტს. ვილსონი ორჯერ იყო ამერიკის პრეზიდენტი, ამავე დროს პირველ წინაასაარჩევნო ბრძოლაში მან შეძლო გადაესწრო უილიამ ტაფტისა და თეოდორ რუზველტისათვის.


თომას ვუდრო ვილსონი დაიბადა 1856 წელს, მას დაკავებული ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტის პოსტი 1913 წლიდან 1921 წლამდე.მისი მმართველობის პერიოდში 1917 წელს ქვეყანა ჩაება პირველ მსოფლიო ომში. 1919 წელს ვილსონი ბევრს მოგზაურობდა ამერიკაში და აქტიურ აგიტაციას ეწეოდა ერთა ლიგის შეთანხმების რატიფიკაციისათვის. დაძაბულმა მუშაობამ მკვეთრად შეარყია პრეზიდენტის ჯანმრთელობა, ამავე წელს მან გადაიტანა ინსულტი, რომლისგანაც განკურნება მან სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლო.

წიგნი, რომლითაც ერთდროულად დაინტერესდნენ Warner Bros და ლეონარდო დი კაპრიო, გვთავაზობს რამოდენიმე საინტერესო ეპიზოდს პრეზიდენტის ცხოვრებიდან. სწორედ ეს მომენტები შეიძლება საფუძვლად დაედოს ფილმს. სამხედრო სიუჟეტების გარდა, ფილმში შეიძლება მოხვდეს ვილსონის რომანის ისტორია ედიტ გალტთან და მათი ქორწილი თეთრ სახლში.

image
დი კაპრიოსათვის ეს იქნება მორიგი გარდასახვა ცნობილ ადამიანად.

image
"დიდი გეტსბის" ვარსკვლავს არაერთხელ განუსახიერებია ეკრანზე ამერიკის ცნობილი მოღვაწეები.

ლეომ შეასრულა FSB-ს დირექტორის ედგარ გუვერის როლი კლინტ ისტვუდის ფილმში "ჯ. ედგარი" და ექსცენტრიული მაგნატის ჰოვარდ ჰიუზის როლი მარტინ სკორსეზეს ფილმში "ავიატორი".imageimage
image



2
45
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
45
  
2013, 19 სექტემბერი, 19:07
იმედია ამ ფილმში მაინც მიიღებს ოსკარს. მე კარგი ფეხი მაქვს:D
2013, 19 სექტემბერი, 10:08
ჩვენი დროის ერთ–ერთი უნიჭიერესი მსახიობია ლეონარდო და ძალიან მიკვირს და მწყინს ერთი ოსკარიც რომ არ აქვს.
0 1 2