x
image
მანჩო 777
სალათი "ინ-იანი"
image
ინი და იანი აღმოსავლურ ფილოსოფიაში წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის საწყისებს, ერთმანეთის საწინააღმდეგოს, მაგრამ მჭიდროდ დაკავშირებულს ერთმანეთთან. სწორედ ამიტომ, ეს პიკანტური სალათი დაამშვენებს თქვენს რომანტიკულ ვახშამს მეორე ნახევართან.

მაშ ასე, მოვამზადოთ

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე - 300 გრამი


კვერცხი -3 ცალი

შავი ქლიავის ჩირი -100გრამი

ყველი -70 გრამი

კიტრი -1 ცალი

მაიონეზი -200 გრამი

მარილი გემოვნებით

მომზადება:

პირველ რიგში დავალბოთ შავი ქლიავის ჩირი, ამისათვის მას დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 30 წუთი.

მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავჭრათ პატარა ნაჭრებად.

image
ფართე სასალათეზე დავდოთ ეს დაჭრილი ფილე და მივცეთ მრგვალი ფორმა. მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და გადავუსვათ მაიონეზი.

კიტრი გავთალოთ და დავჭრათ პატარა რგოლებად, მოვათავსოთ ქათმის ხორცის ზემოთ და ლამაზად გავასწოროთ. მასაც გადავუსვათ მაიონეზი.image

კვერცხები მოვხარშოთ და გავაციოთ, გავფცქვნათ და ცილა გამოვყოთ გულისაგან. image
გულები დავფშვნათ წვრილად და მოვათავსოთ კიტრის ფენაზე.

ყველი გავხეხოთ და ისიც მოვათავსოთ კვერცხის გულების ფენაზე. გადავუსვათ მაიონეზი თხლად.

image

კბილის ჩხირის მეშვეობით გავაკეთოთ ზიგზაგი სალათის მთელ სიგრძეზე. image
ორივე მხარეზე მოვხაზოთ პატარა რგოლები.

შავი ქლიავი წვრილად დავჭრათ და შევავსოთ მისით ერთი მხარე სალათისა, აგრეთვე მეორე მხარეზე პატარა წრე.

გადანახული ცილა დავფშვნათ წვრილად და ასევე თეთრი მხარე სალათისა დავფაროთ ცილით. გავაკეთოთ შავ ნახევარზე პატარა თეთრი წრე.image


იმედია საინტერესო, ორიგინალური და გემრიელი სალათი გამოგვივიდა.

P.S.ვფიქრობ, ეს სალათი განსაკუთრებით ჩემს მეგობარს ინ-იანს მოეწონება.

8
275
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
275
  
2013, 17 სექტემბერი, 23:49
რაც მთავარია, ორიგინალური.:)
2013, 17 სექტემბერი, 23:48
გაფორმება მომეწონა განსაკუთრებით, კარგი იდეაა :)
2013, 17 სექტემბერი, 23:01
მადლობა, გენაცვალე:)
2013, 17 სექტემბერი, 23:00
აჰა ადმინისტრაციას ყვარებია ფახლავა:)))
გემრიელ სტატიებს დებ მანჩო ასე გააგრძელე
2013, 17 სექტემბერი, 22:59
მაგას არც ფახლავა უყვარს, დამიბლოკა წუხელ, მაგრამ საბედნიეროდ, ადმინისტაციაში გაცილებით ჭკვიანები არიან და ისევ გამომიქვეყნეს:)
2013, 17 სექტემბერი, 22:56
ალბათ მაიონეზი არ უყვარს:)))))))))))))))))))))))))
2013, 17 სექტემბერი, 22:55
მეც ასე მგონია, აუცილებლად გავაკეთებ. თუმცა აი ერთს არ მოსწონს ეტყობა და დისლაიქიც მიარტყა.:)
2013, 17 სექტემბერი, 22:52
:))) გაიხარე მანჩო:)
არამარტო მოსაწონი გემრიელიც იქნება ისე ეტყობა ამას:)))
0 1 8