x
image
მანჩო 777
ტირამისუ (ფოტორეცეპტი)
image
ამჯერად შემოგთავაზებთ პოპულარული იტალიური დესერტის "ტირამისუს" მომზადებას. მისი მთავარი შემადგენელი კომპონენტებია იტალიური ნაღების ყველი "მასკარპონე" და ნამცხვარი "ქალის თითები" ან თუკი ხელი მიგიწვდებათ, უმჯობესია ნამცხვარი "სავოიარდი". შეიძლება მომზადდეს ბისკვიტზეც, მაგრამ ნამდვილი "ტირამისუსაგან" შორს იქნება. მაშ ასე, დავიწყოთ.

ინგრედიენტები:

ყველი "მასკარპონე" - 500 გრამი

ნამცხვარი " სავოიარდი" - 200 გრამი


კვერცხი -3-4 ცალი

შაქრის პუდრა -100 გრამი

მაგარი ნატურალური (უმჯობესია "ესპრესო") ან ხსნადი ყავა- ნახევარი ჩაის ჭიქა

ყავის ლიქიორი- 2-3 სუფრის კოვზი

კაკაოს ფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი - 50 გრამი

მომზადება:

უწინარეს ყოვლისა, ყველი მასკარპონე უნდა შევინახოთ მაცივარში. ყველი უნდა იყოს ძალიან ცივი, რომ კრემი ნორმალური კონსისტენციის გამოვიდეს, თუმცა არა გაყინული.

კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

image
ავიღოთ კვერცხები და ერთმენეთისაგან დავაცილოთ გული და ცილა. გულები ჩავასხათ ჯამში და ავთქვიფოთ კარგად. დავამატოთ შაქრის ნახევარი და გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ კარგად არ გათეთრდება გოგლიმოგლი.

ცალკე ჯამში ავთქვიფოთ ცილა დარჩენილ შაქართან ერთად, სანამ არ გასქელდება და თქვეფა არ გაგვიჭირდება.

image
გამოვიღოთ ყველი მაცივრიდან და შევურიოთ გოგლიმოგლს. ფრთხილად დავამატოთ ათქვეფილი ცილის მასა. სწრაფად მორევა არ შეიძლება, თორემ კრემი თხელი გამოვა.

image
ავიღოთ თასში გაციებული ყავა და დავამატოთ ლიქიორი.

image
ფართო ღრმა თასში დავიწყოთ ნამცხვრის ჩაწყობა. წამით ჩავდებთ თითოეულ ნამცხვარს ყავაში და ჩავდებთ თასში ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდროდ.

image
როცა ერთი ფენა ბოლომდე შეივსება, დავასხამთ კრემის ნახევარს და მოვაცრით კაკაოს ან მოვაყრით გახეხილ შოკოლადს.

image
შემდეგ დავაწყობთ მეორე ფენა ნამცხვარს, დავასხამთ დარჩენილ კრემს და მოვაცრით თავზე კაკაოს. დავდოთ მაცივარში მინიმუმ 6-8 საათი.

image
კარგად გაციებული "ტირამისუ" დავჭრათ ნაჭრებად თასშივე და გადმოვიღოთ სპეციალური ნამცხვრის ასაღებით.

image
იმედია გემრიელი "ტირამისუ " გამოგვივიდა.

გემრიელად მიირთვით!

0
1643
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0