x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
უცნაური ტრადიციები



ტრადიციები-ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობისგან თაობაზე გადაცემული ადათები ზოგჯერ უცნაურია. ჩემს მიერ შემოთავაზებული ტრადიციებიც საკმაოთ საინტერესო და უცნაურია.ინდონეზიას ერთ-ერთ ტომს აქვს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ისინი გარდაცვლილის სხეულს რამდენიმე თვე სახლში ტოვებენ. მათ მიაჩნიათ, რომ სული სხეულთან რჩება დამარხვამდე. მათი დაკრძალვა გარკვეულ რიტუალებსაც მოიცავს, რასაც თანხა სჭირდება. ამიტომ სანამ ცხედარი სახლშია, ემზადებიან რიტუალებისთვის. საბოლოოთ, გვამს სვამენ ადამიანის ფორმის კუბოში და გამოქვებულში სახით გარეთ ათავსებენ.

უცნაურად ჟღერს მკვდრების გამოკვების ტრადიციაც, რომის იმპერიაში რომაელები გარდაცვლილებთან ერთად მიირთმევდნენ საჭმელს, სამარხებში აღმოჩენილია მილები, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა საკვებისა და ღვინოს მიწოდება.
ბრაზილიაში მატისის ტომელი მამაკაცები თვალში სპეციალურ შხამს იწვეთებენ, რომელიც საშინელ წვას იწვევს. მათი რწმენით, ეს ხედვას აძლიერებს. შემდეგ ბაყაყის ჯიშის Phyllomedusa bicolor-ის შხამს იღებენ და წინასწარ დამწვარ კანზე ისვამენ. მიაჩნიათ, რომ ეს ძალასა და გამბედაობას მატებს. ამ ყველაფრის გავლის შემდეგ, ისინი ნადირობას სწავლობენ და სრულუფლებიან წევრებად ითვლებიან.
საინტერესო ტრადიციები აქცთ ინდიელებს, ქალები ობობა-ქალის სულს ეთაყვანებიან, რომელმაც, ლეგენდის თანახმად, მათ ქსოვა და კერვა ასწავლა. ობობა ინდიელებისთვის საფიცარია, მათ ქსელის ამულეტებიც კი აქვთ. მაგალითად, “სიზმრების ხაფანგი”, რომელსაც ფანჯარის რაფაზე კიდებენ, სახლში ბოროტი ძალები რომ არ შეიჭრან და მძინარეს სიმშვიდე არ დაურღვიონ.
მაიას ტომი კაკაოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. შოკოლადს, როგორც წმინდა სასმელს, რიტუალების დროს სვამდნენ, ხოლო ღმერთების პანთეონში კაკაოს ღმერთიც ჰყავდათ. როგორც ცნობილია, პირველად მაიას ტომმა გააშენა კაკაოს პლანტაციები. ისინი შოკოლადიდან სხვადასხვა სასმელს ამზადებდნენ, რომელშიც მიხაკს, წიწაკას ურევდნენ – შაქრის არსებობა მაშინ ინდიელებისთვის უცნობი იყო. მაიას ტომის ხალხი შოკოლადის სასმელს XOCOLATLL უწოდებდნენ, აცტეკები – Cacahuatl
სატი ეს არის უძველესი ტრადიცია ინდუიზმში, რომელიც ახლა ინდოეთში კრიმინალად ითვლება. როდესაც ქმარი ცოლზე ადრე გარდაიცვლებოდა და მის გვამს კრემაციას უკეთებდნენ, ქვრივი ვალდებული იყო, თვითონაც ჩამხტარიყო ცეცხლში და თავი დაეწვა. მათი რწმენით, ასე მისი სული ქმართან ერთად იქნებოდა სამუდამოთ.
იანომამოს ტომი ბრაზილიასა და ვენესუელაში ცხოვრობს. მათ მიაჩნიათ, რომ გვამისგან არაფერი არ უნდა დარჩეს, ამიტომ ისინი კრემაციას უტარებენ და მთელ სხეულს ანახშირებენ, მათ შორის ძვლებსაც და ფერფლში ურევენ. შემდეგ კი ამ ნაზავს ოჯახის წევრები მიირთმევენ. მათ სწამთ, რომ დაღუპვის მიზეზი არის შამნის ან ტომის რომელიმე წევრის მიერ მასთან ეშმაკის მიგზავნა.
ფილიპინებში, საგადას კუნძულზე შეხვდებით კლდეზე დაკიდულ კირქვას კუბოებს, სადაც მიცვალებულები განისვენებენ. ამ ტრადიციას მიმართავდა ასევე ბოს ხალხი ჩინეთში, ოღონდ ისინი ხის კუბოებს აკეთებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ წინაპართა საფლავები გამოსაჩენ ადგილას უნდა ყოფილიყო.



0
280
4-ს მოსწონს
ავტორი:m122
m122
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0