x
image
მანჩო 777
ჯოან როულინგი მუშაობს "ჰარი პოტერის" ახალი ფილმის სცენარზე
imageმწერალი ჯოან როულინგი, ავტორი წიგნებისა სერიიდან "ჰარი პოტერი" მუშაობას იწყებს ახალი ფილმის სცენარზე, რომელსაც საფუძვლად დაედება "პოტერიანის"ერთ-ერთი პერსონაჟის ისტორია.

ალბათ გახსოვთ, რომ ერთ ერთი წიგნს, რომელსაც ახალგაზრდა ჯადოქრები მაგიის სკოლაში სწავლობდნენ, ერქვა "ფანტასტიკური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი?"

ახალი ფილმი მაყურებელს წარმოუდგენს ამ წიგნის გამოგონებული ავტორის, კერძოდ ვინმე ნიუტ სკამანდრის, ისტორიას.image

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჯოან როულინგი წერს:"ყველაფერი დაიწყო იქედან, როცა ჩემთან მოვიდნენ კინოკომპანია warner brothers-ის პროდიუსერები და შემომთავაზეს, რომ ფილმად გვექცია ეს წიგნი წიგნში, ანუ "ფანტასტიკური ცხოველები". გავიფიქრე, რომ ეს საინტერესო იდეა იყო, მით უმეტეს, ჩემსავით კარგად ვერავინ ვერ შეძლებდა ნიუტ სკამანდრის ხასიათის გადმოცემას.მე იმდენ ხანს ვიცხოვრე გამოგონებულ სამყაროში გამოგონებულ ზღაპრულ გმირებთან ერთად, რომ მე უკვე ვხედავ, როგორი იყო ის-ნიუტ სკამანდრი."image


როულინგი, რომელმაც "ჰარი პოტერის" ისტორია ედინბურგის ერთ -ერთ კაფეში ვიზიტის დროს მოიფიქრა, ამბობს, რომ ახალი ფილმი არ იქნება წინა ფილმების გაგრძელება ან სიქველი.

მწერალი, რომელიც პოტერიანის სერიის წიგნებით მილიონერი გახდა(გამოიმუშავა დაახლოებით 800 მილიონი დოლარი), წერს Twitter-ზე: "მიუხედავად იმისა, რომ ახალი ფილმის მოვლენები განვითარდება ჯადოქრებისა და ალქაჯების სამყაროში, სადაც მე ასე ბედნიერი ვიყავი 17 წლის განმავლობაში, სურათი"ფანტასტიკური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი?" არ იქნება არც წინაისტორია, არც გაგრძელება ფილმისა "ჰარი პოტერი", ეს იქნება დამოუკიდებელი სიუჟეტის ფილმი.

იდუმალი მაგიური სამყაროს კანონები და წესები იქნება ყველასათვის ნაცნობი, ვისაც წაკითხული აქვს წიგნები ჰარი პოტერზე, ან ნანახი აქვს ამ სცენარით გადაღებული ფილმები, მაგრამ ნიუტის ისტორია იწყება ნიუ-იორკში 70 წლით ადრე, ვიდრე ჰარი პოტერის წიგნებშია გადმოცემული."

ჯოან როულინგის ახალ ჯადოსნურ თავგადასავალს, სავარაუდოდ, ისეთივე წარმატება ექნება, როგორიც ჰქონდა "ჰარი პოტერს".imageimageimageimageimage





2
495
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
495
  
2013, 14 სექტემბერი, 22:37
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, ყველა წიგნი წაკითხული მაქვს და ყველა სერია ნანახი.:)
2013, 14 სექტემბერი, 22:33
ძალიან კარგი,მოთმინებით დაველოდები:)
0 1 2