x
image
მანჩო 777
ნიკოლ კიდმანი ველოსიპედიანმა პაპარაციმ წააქცია

imageარასასიამოვნო შემთხვევა შეემთხვა მსახიობ ნიკოლ კიდმანს, როცა ის მივიდა კელვინ კლაინის ახალი კოლექციის ჩვენებაზე. ჩვენება გაიმართა ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ჩარჩოებში.(სხვათა შორის, ამ კვირეულზევე იყო წამოდგენილი ვიქტორია ბექჰემის კოლექციაც.)

ჩვენებაზე ნიკოლი შესანიშნავად გამოიყურებოდა თავის კრემისფერ ვიწრო კაბაში ოქროსფერი ქამრით და და წვრილქუსლიანი ფეხსაცმლით, მაგრამ გამოსვლისას მას ფეხი დაუცდა, წაიფორხილა და წონასწორობა დაკარგა.

image
კარლ ვუ-მოუსვენარი პაპარაცი, რომელიც ფეხდაფეხ მისდევდა ნიკოლს, გახარებული იმით, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა, ველოსიპედით გაექანა ინციდენტის ადგილისაკენ, რათა ფირზე აღებეჭდა ვარსკვლავის მარცხი. პაპარაციმ თავი ვეღარ შეიკავა და ნიკოლს დაეჯახა, მან საბოლოოდ დაკარგა წონასწორობა და ძირს დაეცა. სანამ დაბნეული პირადი მცველები ნიკოლის ფეხზე წამოყენებას და მისი ფეხსაცმელების მოძებნას ცდილობდნენ, გაცეცხლებული ვარსკვლავის რისხვა უიღბლო პაპარაცის დაატყდა თავს.

image
მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლის ტრავმები უმნიშვნელო იყო, მან მოითხოვა ექიმების გამოძახება. მსახიობის სურათები კი ამ უსიამოვნო ინციდენტიდან მყისვე გარცელდა ქსელში და უამრავი ნახვა და კომენტარები მოაგროვა.ამბობენ, რომ ნიკოლს გადაწყვეტილი აქვს სასამართლოში უჩივლოს პაპარაცის, რომელმაც კინაღამ გადაუარა ველოსიპედით მისთვის ისედაც უხერხული მომენტის დროს.image

0
53
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0