x
image
მანჩო 777
ვარსკვლავები პროპაგანდას უწევენ მშობიარობას ხანდაზმულ ასაკში
imageმონიკა ბელუჩი, კიმ ბესინჯერი, სალმა ჰაეკი, ჰოლი ბერი, ჯულია რობერტსი- რა აქვთ საერთო ამ ქალებს? გარდა იმისა, რომ ისინი მომხიბვლელი და უნიჭიერესი მსახიობები არიან და მათით აღფრთოვანებულია ლამის მთელი მსოფლიო, მათ საერთო ისიც აქვთ, რომ შვილი საკმაოდ დიდ ასაკში გააჩინეს.

მონიკა ბელუჩი, მაგალითად, გულახდილად აღიარებს:

'' ბედნიერი ვარ იმით, რომ დედა გავხდა, როცა უკვე 40-ს ვიყავი მიახლოებული". ახალგაზრდობაში ის მთელ დროს უთმობდა სამუშაოს, თავის კარიერას, მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში. ყველაფერი ეს კი გაცილებით რთული იქნებოდა ბავშვებთან ერთად.

image
თავისი პირველი შვილი-გოგონა დევა, მონიკამ გააჩინა 39 წლის ასაკში, როცა ის უკვე სახელგანთქმული და პოპულარული მსახიობი იყო. მეორე შვილი კი უკვე 45 წლისას ეყოლა.მიუხედავად იმისა, რომ ეს დაუგეგმევი ორსულობა იყო, მონიკამ უარი არ თქვა ბავშვის გაჩენაზე. მშობიარობა ნორმალურად, ყოველგვარი გართულებების გარეშე წარიმართა. მსახიობს მიაჩნია, რომ ორსულობის დაგეგმვაში მთავარ როლს ასაკი კი არ თამაშობს, არამედ ქალის ფსიქოლოგიური მზადყოფნა შეცვალოს თავისი სამყარო და გახდეს დედა. ზოგისათვის ეს დრო დგება 25-30 წლის ასაკში, ზოგისათვის გაცილებით გვიან. თავად მონიკა თვლის, რომ დაფეხმძიმდა მაშინ, როცა დედობისათვის მაქსიმალურად იყო მზად.


მართლაც, გენდერული როლების შეცვლამ და ქალის აქტიურმა ჩართვამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოიწვია ის, რომ წარმატებული ქალების უმეტესი ნაწილი დედობისათვის საკმაოდ გვიან იცლიან. აშშ-სა და ევროპის ბევრ ქვეყანაში "გვიანდელი" დედები გაცილებით ბევრნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც ძალიან ახალგაზრდა ასაკში აჩენენ შვილს.imageimageimageimage



2
94
12-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
94
  
2013, 14 სექტემბერი, 18:47
მეც ეგრე ვფიქრობ. ნაადრევი ყველაფერი კარგია, სიკვდილის გარდაო, ხომ გაგიგია?:)
2013, 14 სექტემბერი, 9:51
45 წლის რომ ვიქნები ჩემი შვილი 26 წლის იქნება უკვე:)არ ვთვლი რომ გვიან უნდა გააჩინო აუცილებლად შვილი არასდროს შეგიშლის ხელს მიაღწიო წარმატებას პირიქით თუ რამე მინდა გავაკეთო ყველაზე დიდი სტიმული ჩემი შვილია და მისი მომავალი...
0 1 2