x
image
worldsport.ge
ანჩელოტის აზრით, იოზილი ბეილთან და ისკოთან კონკურენციას გაექცა

imageმადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს მესუთ იოზილმა გუნდი იმის გამო დატოვა, რომ მას მწვრთნელი არ ენდობოდა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, იოზილი “რეალიდან” “არსენალში” გადავიდა. 50 მილიონად შეფასებული ტრანსფერიდან მალევე, გერმანელმა განაცხადა, რომ მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი მწვრთნელის მხრიდან გამოვლენილი უნდობლობა იყო.
“როგორც ვიცი, “არსენალში” გადასვლის შემდეგ, იოზილმა განაცხადა, რომ ის ჩემი მხრიდან ნდობას ვერ გრძნობდა. თუმცა, ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 3 თამაშში მესუთი 2-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო. მის სიტყვებსში ლოგიკას ვერ ვხედავ.
“რეალიდან” ასე უბრალოდ არავინ მიდის. მესუთმა გარეთ ბეილში და ისკოში კონკურენტები დაინახა და გადაწყვიტა გუნდი გამოეცვალა. ეს მისი საქმე. მე ისღა დამრჩენია, მას წარმატებები ვუსურვო.” – აცხადებს კარლო ანჩელოტი.


მიშა ზაქარეიშვილი
www.worldsport.ge

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0