x
image
worldsport.ge
“რეალში” ბეილის დებიუტი შაბათს იგეგმება

imageმადრიდის “რეალის” ახალწვეული გარეტ ბეილი, ახალი გუნდის მაისურით პირველ მატჩს შაბათს, “ვილიარეალის” წინააღმდეგ გამართავს.
24 წლის ფეხბურთელი, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული და სერბეთის წინააღმდეგ, შეცვლაზე შესულმა 32 წუთი ითამაშა.
“მატჩის დაწყებას უნდა დაველოდოთ და მხოლოდ მაშინ გავიგებთ ზუსტად, ვითამაშებ, თუ არა. ვიმედოვნებ, რომ ფიზიკურ ფორმას მალე აღვიდგენ და გუნდში ადგილს დავიმკვიდრებ. ანჩელოტის ვესაუბრე და მან მკითხა, რომელ პოზიციაზე მერჩივნა თამაში, მაგრამ მზად ვარ ნებისმიერ პოზიციაზე გავისარჯო, ოღონდ კი შემადგენლობაში ვიყო. კრიშტიანუ ძალიან კარგი ბიჭია და სხვების მსგავსად სიხარულით შემხვდა. სწორედ მათი დახმარებით, თავი სახლში ვიგრძენი და ახლა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას მოედანზე ვეცდები”, - ესაუბრა პირველ შთაბეჭდილებებზე ბეილი The Independent-ს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0