x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გასაოცარი ფაქტი: ნიგერიაში მეთევზეებმა ნამდვილი ქალთევზა დაიჭირეს

imageსამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში, ქალაქ იბადანის მცხოვრებნი საშინელმა ყვირილმა შეკრიბა. ყველას აინტერესებდა ენახა თევზი, რომელსაც ადამიანის სხეულის ნაწილები ჰქონდა. ასე საშინელი ხმით კი თევზის გამყიდველი ქალი კიოდა, რომელიც საოცრად შეშინებული შველას ითხოვდა. ქალი თევზის შეფუთვას ხსნიდა და ამზადებდა გასაყიდად. მისი ყურადღება თევზის უჩვეულო ფორმებმა მიიქცია. ამ საშინელმა არსებამ გამყიდველს გული კინაღამ გაუხეთქა. შეშინებულმა განწირულ ხმაზე ატეხა კივილი. მის ყვირილზე უამრავი ხალხი მოგროვდა.

მისი თქმით, იგი ყოველთვის ყიდულობდა თევზს ადგილობრივი მეთევზეებისგან, ასუფთავებდა და ამზადებდა გასაყიდად. ახლაც ასე მოიქცა. "მე პირდაპირ შოკირებული ვიყავი, როცა ერთ-ერთი თევზი წყალში გაცოცხლდა და მოძრაობა დაიწყო" - გვიყვება ის. ქალი კი იმან გააოცა, რომ თევზს ნახევარი სხეული ადამიანის ჰქონდა. ეს ფაქტი გამყიდველი ქალის მამამ, ამჟამად პენსიონერმა პა რაუფ სემოუმაც დაადასტურა და დაამატა, რომ ამ ხნის კაცია და ასეთი საოცრება არასდროს უნახავს. "ეს დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. მე ჩემი ქალიშვილის ყვირილი შემომესმა. ის ისე ხმამაღლა გაჰკიოდა, რომ გარშემო უამრავი ხალხი მოგროვდა. ჩემი თვალით დავინახე წყალში უცნაური არსება. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თითქოს გაყინული ადამიანი ცოცხლდებოდა. ეს სიტყვებით ძნელი ასახსნელია".

შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მოვიდნენ. მათ დაშალეს ხალხის ბრბო და ქალთევზა და თევზის გამყიდველი ქალი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში წაიყვანეს. ამ საოცარი თევზის შემდგომი ბედი უცნობია...

7
428
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
428
  
2013, 13 სექტემბერი, 12:48
ვაღიარებ!:D
2013, 13 სექტემბერი, 2:01
აღიარე იუმორის მამა :D
2013, 13 სექტემბერი, 1:52
:D:D
2013, 13 სექტემბერი, 1:49
ეტყობა გამოიყენეს უკვე :D
2013, 12 სექტემბერი, 13:58
კი ვხედავ მარა შემდგომი ბედი უცნობიაო და ალბათ ეს ფოტოც არაა მისი
2013, 12 სექტემბერი, 3:55
სულ მაღლა ვერ ხედავ?
2013, 11 სექტემბერი, 23:33
და ფოტო არაა?
0 1 7