x
image
K.P.
8 წლის გოგონა ქორწინების პირველ ღამეს გარდაიცვალა

image8 წლის გოგონა ქორწინების პირველ ღამეს დაიღუპა. მან სექსუალური ტრავმა მიიღო და შიდასისხლდენის გამო გარდაიცვალა. ეს შემთხვევა საუდს არაბეთის მახლობლად, იემენში მოხდა. ადამიანის უფლებათა დამცველები მოითხოვენ დააპატიმრონ გოგონას ქმარი, რომელიც გარდაცვლილზე 5-ჯერ უფროსია. კვლევების შედეგებით დასტურდება, რომ იემენში ქალთა მეოთხედზე მეტი 15 წლამდე თხოვდება. ადრეულ ასაკში გათხოვილი გოგონები კარგავენ განათლებისა და ნორმალური განვითარების უფლებას, უფრო მეტიც ხშირად იძულებითი ქორწინების შედეგად ფიზიკური, მორალური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნიც კი ხდებიან.

ქმარს ფორმალურად კანონი არ დაურღვევია და შესაძლოა მას პატიმრობა არც კი მიუსაჯონ.

მთავარი და ყველაზე პრობლემური საკითხი ისაა, რომ დღეისათვის არ არსებობს სიტყვა "ბავშვის" დადგენილი განსაზღვრება, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით შეთანხმებული იქნება. ეს კი ქვეყნებს სხვადასხვა და საკმაოდ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ "იურიდიული ქორწინების" ასაკი 18 წელი უნდა იყოს.

რამდენიმე წლის წინ იყო მცდელობა, იემენში შემოეღოთ კანონი, რომელიც მინიმალურ საქორწინო ასაკად 17 წელს ადგენდა. ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ კანონი ანტიისლამურად ჩათვალა და მის დამტკიცებაზე უარი განაცხადა.

3
1225
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1225
  
2014, 3 ივლისი, 20:49
პ.ს ღმერთო რა მარაზმია, ის ნაბიჭვარი უნდა დახვრიტო, გოგონას მშობლებიც ზედ უნდა მიაყოლო და საუდის არაბეთის მთავრობაც უნდა როგორ შეიძლება ბავშვს ასე მოექცე
2013, 11 სექტემბერი, 14:09
სადიზმია
2013, 11 სექტემბერი, 1:20
ავადმყოფები :( საწყალი ბავშვი
0 1 3