ავიღოთ საომარი ტექნიკის უმძიმესი სახეობა ტანკი. ტანკი რომელსაც შეუძლია ერთერთი გადამწყვეტი როლი შეასრულოს სამხედრო ოპერაციის დროს, მისი საკმაოდ მსხვილკალიბრიანი ლულიდან გასროლილ ჭურვებს შეუძლიათ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, ტექნიკა და საცეცხლე წერტილები გაანადგუროს. გადაადგილდეს საკმაოდ დიდ მანძილზე, თან საკმაოდ სწრაფად. ისროლოს როგორც გაჩერებულ მდგომარეობაში, ასევე მოძრაობისას. მსხვილკალიბრიანი საზენიტო ტყვეიამფრქვევის დახმარებით ცეცხლი გაუხსნას დაბალ სიმაღლეზე მფრენ მოწინააღმდეგის ვერტმფრენებს და იშვიათად მოიერიშე ავიაციას. მიუხედავად ტანკის საკმაოდ მაღალი დაცულობისა, გარანტირებულად დაცული არაა მისი ეკიპაჟი, გვერდებიდან მოხვედრილ ყუმბარმტყორცნებს ან მართვად რაკეტებს შეუძლიათ ტანკის განადგურება, თუმცა მხოლოდ ეს არ ემუქრება ტანკს. მისი სიმძიმის გამო ტანკი ხშირად ეფლობა მიწაში, ნაკლებად მყარ გრუნტზე და განსაკუთრებით კი დაჭაობებულ ადგილებში. მინდა შემოგთავაზოთ სამხედრო სწავლებისაც ასეთ ადგილებში ლამის "ჩამარხული" რუსული ტანკების სურათბი.