x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
65 - 0 / ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიში
image ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობდა იმის შესახებ რომ, თუ რა ანგარიში იყო ყველაზე დიდი ფეხბურთის ისტორიაში (ოფიციალურ თამაშებში). ზოგი ამბობდა რომ 16 - 5 მილანისა და ინტერის თამაში, მაგრამ ეს ფაქტი მცდარი აღმოჩნდა, ზოგი ამბობდა რომ ძველი ინგლისური გუნდი ორმოც გოლამდეც ასულა ერთ - ერთ თამაშში მაგრამ საბოოლოოდ ეს ყველაფერი ტყუილია. ცოტახნის წინ, ინგლისურმა გაზეთმა "word football" მა გამოაქვეყნა სტატია სადაც დაზუსტებით ეწერა რომ ყველაზე დიდი ანგარიში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის მანძილზე, ოფიციალურ შეხვედრაში 65 - 0 დაფიქსირდა. ალბათ ძნელი წარმოსადგენია როგორ რანაირად.

თანამედროვე ფეხბურთის გულშემატკივრებს ალბათ ბევრი რამ ახსოვს. მანჩესტერის ბოლო წუთში მოგებული ფინალი ბაიერნთან, მილანის მეორე ტაიმში წაგებული ლივერპულთან, რონალდუს და მესის პოკერები, ერთ თამაშში 17 ყვითელი და 7 წითელი ბარათი, მოჩეხილი მსაჯი, სათადარიგო მსაჯი, მცველის მიერ აღებული თერთმეტმეტრიანი, შიშველი ქალის გატანილი გოლი, მაგრამ ასეთ რამეს ვერასდროს წარმოიდგენდით. 65 - 0 ეს მართლაც წარმოუდგენელია. საქმე კი იმაში გახლავთ რომ, გასული საუკუნის დასაწყისში პორტუგალიის ერთერთი ახლად შექმნილი კლუბი იტალიას ეწვია, რათა ამხანაგური შეხვედრები გაემართა ამა თუ იმ გუნდთან. მილანის მახლობლად კი ერთი სოფელი იყო სადაც ფეხბურთი უყვარდათ და საკუთარი გუნდიც ჰქონდათ. მიუხედავად იმისა რომ ბევრად ძლიერი იყო პორტუგალიური კლუბი შეხვედრა მაინც დაიგეგმა.

თამაშის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, პორტუგალიურ კლუბში უთანხმოება მოხდა ბომბარდილსა და მწვრთნელს შორის, მწვრთნელმა ბომბარდილი გააძევა გუნდიდან და თან დასძინა, "თუ ვინმეს მტყუანი ვგონივარ, შეუძლია წავიდესო". ფეხბურთელებმა ხმა არ ამოიღეს და ვარჯიში განაგრძეს.

დადგა თამაშის დღეც და ჩვეულებრივ გამოცხადდნენ სტადიონზე. სანამ თამაში დაიწყებოდა, ფეხბურთელებმა მწვრთნელს სთხოვეს ბომბარდილი დაებრუნებინათ, რადგან მის გარეშე თამაში ძალიან გაუჭირდებოდათ. მაგრამ მწვრთნელმა იუარა და ფეხბურთელებს განუცხადა "ამ გუნდში უფროსი მე ვარ და მე გადავწყვეტ როდის გაგიჭირდებათ და როდის არა". ნაწყენმა და გაბრაზებულმა ფეხბურთელებმა თამაში დაიწყეს. ბურთს პირველივე წუთზე პორტუგალიელები ფლობდნენ. მაგრამ საწინააღმდეგო მხარეს მოძრაობდნენ (საკუთარი კარის მხარეს). ბურთს ათამაშებდნენ და პირველი წუთი დასრულებული ჯერ არ იყო რომ ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნეს საკუთარ კარში.


მწვრთნელი მიხვდა რომ ამ გზით ფეხბურთელები მოხდარის გამო პროტესტს გამოხატავდნენ, ბევრი იხვეწა, იღრიალა, იყვირა მაგრამ ფეხბურთელებმა განუცხადეს "სტადიონზე ჩვენ ვწყვეტთ როგორ უნდა ვითამაშოთო". საბოლოოდ შეხვედრა 65 - 0 დასრულდა იტალიელთა სასარგებლოდ ისე რომ არცერთი გოლი იტალიელებს არ გაუტანიათ. აღმოჩნდა რომ ეს შეხვედრა პორტუგალიელთა კლუბსთვის ბოლო იყო, ამის მერე გუნდი დაიშალა. აი ასეთი ისტორია აქვს ყველაზე დიდ ანგარიშს ფეხბურთის ისტორიაში.

ოამზადა თედო კონსტანტინოვმა

1
816
4-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
816
  
2012, 1 მაისი, 12:44
ვა საღოლ ნუ ეს უფრო... თამაშის შედეგი არააა... მაგრამ მაინც 65 გოლი :D
0 1 1