x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
7 ყველაზე გასაოცარი ვულკანური კრატერი

1. მოლოკინის კრატერი


image


მოლოკინის კრატერი (ჰავაის კუნძული) დაახლოებით 15 ათასი წლის წინ წარმოიშვა კრატერიდან ვულკანური ლავის ამოფრქვევის შედეგად. მას ნახევარმთვარის ფორმა აქვს და შიგნით 250-ზე მეტი სახეობის თევზი და მარჯნის 38 სახეობა არსებობს, რომელსაც ვერ შეხვდებით მთელ წყნარ ოკეანეში.

თვით კუნძულზე საერთოდ არ არის გრუნტი, ირგვლივ მხოლოდ კლდოვანი წარმონაქმნია. ამიტომ მიმდებარე წყლები ყველაზე სუფთად ითვლება მთელს ჰავაის კუნძულებზე.



image



2. დაიმონდ ჰედის კრატერი


image


დაიმონდ ჰედის კრატერი ბაიკიკის სანაპირო ზოლზე, აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის წარმოადგენს ცნობილ ვულკანურ კრატერს და პოპულარულ ღირშესანიშნაობას ჰავაის კუნძულებზე. ვულკანი დაახლოებით 150000 წლის წინ ჩაქრა.



3. ილჩულბონგის კრატერი


image


ილჩულბონგის კრატერი ცნობილია როგორც “ მზის ამოსვლის პიკი." იგი ჰიდროვულკანური მოქმედებების შედეგია, რომელიც დაახლოებით 4 ათასი წლის უკან წარმოიშვა. მისი სიმაღლე 182 მეტრია. შიგნით კი მას ჭიქისებური ფორმა აქვს. ვულკანის კრატერი მდიდარია მცენარეებით. მასში ექვსი სახეობის იშვიათი მცენარე იზრდება.



4. კელიმიტუს კრატერი


image


კრატერი-კელიმიტუ ინდონეზიის კუნძულ ფლორესის კუნძულზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 1639 მეტრია. კელიმიტუს სამ ტბაში, რომელშიც მრავალი მინერალებია, ისინი მრავალი წლის განმავლობაში იცვლიან თავის ფერს შავიდან წითლად, ყავისფერად ან მწვანედ. ყოველი ფერი დამკვიდრებულია განსაზღვრული შემადგენლობით. ტბებს მხოლოდ რამდენიმე მეტრი აშორებს ერთმანეთისგან, რომელთა ფსკერზეც სხვადასხვა სახის ნიადაგია.


image



5. აოგაშიმას კრატერი


image


აოგაშიმას კრატერი ფილიპინების ზღვაში მდებარეობს. იგი იაპონიის მფლობელობაშია. მისი სიმაღლე 423 მეტრს შეადგენს. მიუხედავად იმისა რომ მისი ვულკანი მოქმედია და პერიოდულად ადამიანებს იწირავს მას მოსახლეობა მაინც არ ტოვებს.

2009 წელს მოსახლეობა აქ შეადგენდა 205 ადამიანს.


image



6. როცას ბაინდრიდგეს კრატერი


image


ეს შესანიშნავი კრატერი გალაპაგოსის კუნძულებზე მდებარეობს. მას ხშირად ფლამინგოები სტუმრობენ.


image



7. ნაბიოტუმის კრატერი


image


ნაბიოტუმის კრატერს თითქმის იდეალური ფორმა აქვს. რაც საკმაოდ დიდი იშვიათობაა ასეთი წარმონაქმნისათვის. იგი მდებარეობს ტბა ტურკანის სანაპიროზე კენიაში. ეს ტბა აღმოჩენილი იყო ევროპელებისაგან 1888 წელს.


image

0
393
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0