x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ხასიათები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

image


ასტროლოგები თვლიან რომ, განსაზღვრული სახის გატაცება დაკავშირებულია ზოდიაქოს ნიშნებთან, რისი დახმარებითაც შეიძლება საინტერესო რამ გავიგოთ საკუთარ თავზე, მეგობრებზე და ახლობლებზე.



imageვერძი-(21.03-20.04)-მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი რიგ გატაცებებს წარმოადგენს. იგი თვლის, რომ ცხოვრება-ეს მოძრაობაა. ამიტომ მათი ცხოვრება სავსეა ღონისძიებებით. ისინი ყოველთვის სადღაც მირბიან: შეხვედრაზე, ცეკვაზე, კონცერტზე... მათი საქმიანობა მრავალფეროვანია. მათი არჩევანი ლოგიკას არ ექვემდებარება. ეს შეიძლება ბრძოლაც იყოს და სამეჯლისო ცეკვებიც. უფრო ხშირად ერთიც და მეორეც.


imageკურო-(21.04-20.05)-კუროებს იზიდავთ ყოველგვარი ხელსაქმე: კერვა, ქსოვა, მძივების ასხმა და ა.შ. იზიდავთ მემცენარეობა და მებაღეობა. თუ დრო აქვთ შეუძლიათ ჰობის გამო ცხოვრების რიტმიც დაარღვიონ. მათთვის ცხოვრებაში მთავარი სიმშვიდის განცდაა.



imageტყუპები-(21.05-21.06)-ტყუპებს ძალიან განსხვავებული გატაცებები აქვთ: უცხო ენები, ცეკვები, კითხვა, კროსვორდები, კინოში სიარული. უყვართ ექსტრემალური მოგზაურობა. მათ ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავთ. ყველა მათი გატაცება დაკავშირებული უნდა იყოს დიდი რაოდენობის ინფორმაციასთან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ხშირად იძინებენ ტელევიზორთან, რადიოსთან და ა.შ.


imageკირჩხიბი-(22.06-22.07)-კირჩხიბებს საკუთარი ბინის მოწყობა იზიდავთ. მისი ლამაზად მორთვა. ბევრი მათგანი ჩაქუჩით ხელში ხშირად საქმიანობს. თუ კირჩხიბები სახლში არ არიან ე.ი. ისინი ან აუზში არიან ან მდინარის ნაპირას..


imageლომი-(23.07-23.08)-ამ ნიშნით დაბადებულები შემოქმედი ადამიანები არიან. მათ იზიდავთ ფოტოგრაფია. ხატვა, სიმღერა და საიუველირო საქმე. მათთვის შექება სხვა ადამიანებისგან ძალიან მნიშვნელოვანია რომ ისინი საუკეთესოები არიან რამით. მათთვის საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან მნიშვნელოვანია.


imageქალწული-(24.08-22.09)-ქალწულების ჩვეული საქმიანობა ეს რაიმე მსუბუქი საქმეა. მათ უყვართ წიგნების შეგროვება, კითხვა, კერვა და მუსიკა. ისინი სტუმრებს მუდამ გემრიელი კერძებით უმასპინძლდებიან დამზადებულს თავისი საკუთარი რეცეპტით.


image სასწორი-(23.09-23.10)-სასწორებისათვის მეტნაკლებად დამახასიათებელია გატაცება ცეკვებთან დაკავშირებით. ლიტერატურით, ხატვით და საყვარელი ნივთების კოლექციის შეგროვებით. ისინი ძალიან აფასებენ ხელოვნებას. ისინი მთელი სერიოზულობით უდგებიან ამ საქმიანობას.


imageმორიელი-(24.10-22.11)-მორიელი ცდილობს ყოველთვის გამოირჩეოდეს სხვებისგან და ირჩევს ყველაზე უჩვეულო ჰობს. მათ შორის ბევრი ექსტრემალია. თავისი უჩვეულო გატაცებებით იგი დემონსტრირებას უკეთებს თავის შესაძლებლობებს გარშემო მყოფთათვის. შემდეგ კი იგი მშვიდად შეიძლება გავიდეს ბუნებაში და წიგნი წაიკითხოს.

imageმშვილდოსანი-(23.11-21.12)-ყველაზე საყვარელი სფერო ამ ნიშნის მქონე ადამიანებისა-ყველანაირი მოგზაურობა და ცხოველთა სამყაროა. ისინი შეიძლება იხილოთ საცხენოსნო-სპორტულ ბაზაში ან ძაღლების საწვრთნელ მოედნებზე. ამას გარდა მშვილდოსნები აღმერთებენ სიურპრიზების მოწყობას ახლობლებისათვის.


imageთხის რქა-(22.12-20.01)-თხის რქებისათვის ნებისმიერი გატაცება სამუშაოდ გადაიქცევა. თუ ამ ნიშნითაა ადამიანი დაბადებული იგი სერიოზულადაა რაიმეთი გატაცებული და მთელი არსებითაა პროცესში ჩაფლული. მათ განსხვავებული გატაცებები აქვთ: ფოტო საქმე, ხატვა, ნამცხვრების ცხობა. დროთა განმავლობაში ისინი იწყებენ რაიმე ნივთების კოლექციის შეგროვებას.


imageმერწყული-(21.01-19.02)-მერწყულებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების გარემოცვაში ყოფნა ნებისმიერი საქმიანობის დროს. მათ არ უყვართ მარტოობა. მათი ცხოვრების აზრი ეს მეგობრებია. უჩვეულო გატაცებები აქვთ-მონაწილების მიღება მიუზიკლებში, თვითშემოქმედებით წრეებში და ა.შ. მერწყულებს შორის არიან მარტოობის მოყვარულებიც, ისინი გამოგონებებით არიან დაკავებულნი.


imageთევზები-(20.02-20.03)-თევზებს იზიდავთ ყველაფერი რაც მისტიურია, უყვართ ილუზიებში და ოცნებებში ყოფნა. მათ შორის ბევრი წარმატებული მხატვარი, მუსიკოსი, და მწერალია. ზოგიერთებს ფოტოგრაფია და კერვაც იზიდავთ.


ზოდიაქოს რომელ ნიშანსაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ, საჭიროა გვახსოვდეს რომ თუ ძალისხმევას მოვუხმობთ ყველაფერი გამოგვივა!




3
508
6-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
508
  
2015, 30 იანვარი, 12:29
არ მჯერა რა ესეთი რაღაცეების
2015, 30 იანვარი, 12:28
აუ რო არ მგავს
2013, 11 სექტემბერი, 2:25
ჩემი ზუსტია :)
0 1 3