x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
კაცხის სვეტზე გატარებული მარტოობის ოცი წელიწადი.

მარტოობის ოცი წელიწადი, ერისაგან შორს და უფალთან ახლოს კაცხის სვეტზე.
ერთერთ საიტზე წავაწყდი სტატიას ქართველ ბერ მაქსიმეზე (ქავთარაძე), რომელიც უკვე ოცი წელია ორმოცი მეტრის სიმაღლის, კაცხის სვეტად ცნობილი მონოლითური კლდის თავზე ცხოვრობს და იქ აშენებულ ეკლესიაში მსახურობს.
კაცხის სვეტი იმერეთშია, და მეცნიერების ვარაუდით სვეტზე პირველი ეკლესია მეექვსე–მერვე საუკუნეების შუალედში იქნა აგებული, ეს კი 1944 წელს იქნა გამოკვლეული როცა დანგრეული ეკლესიის საძირკველი იქნა დაწვრილებით გამოკვლეული.
ბერი მაქსიმეს თქმით–აქ გამეფებული სიჩუმე უფრო მეტად შეგაგრძნობინებს ღმერთს.
კაცხის სვეტზე ახალი ეკლესიის აშენება ბერი მაქსიმეს მოღაწეობას უკავშირდება და ეკლესიაც მაქსიმე აღმსარებლის სახელს ატარებს. უკვე ოცი წელია, რაც მაქსიმე ბერი კაცხის სვეტზე მარტოობაში, ლოცვაში ატარებს დღეებს. ეკლესიაში ადის რკინის კიბე, რომლის დახმარებითაც ჩამოდის სვეტიდან ბერი, ჩამოსვლას კი მისი თქმით ოც წუთს ანდომებს. სვეტზე ასვლას კი ბუნებრივია გაცილებით მეტი დრო სჭირდება ვიდრე ჩამოსვლას.
ბერის და სვეტის მყუდროებას მხოლოდ მორწმუნე მრევლი თუ დაარღვევს, როცა სალოცავად ამოდიან კაცხის სვეტთან არსებულ მონასტერში.
ბერი მაქსიმე ციხიდან გამოსვლის მერე აღიკვეცა ბერად, მოინანია რა ყველა ცოდვა და შეუდგა ბერი–მესვეტის მეტად მძიმე ცხოვრებას. მან გააგრძელა მესვეტეების საქმე რომელიც აქ მეთხუტმეტე საუკუნეში შეწყდა ოტომანთა იმპერიის მოძალების გამო.
რამდენიმე საუკუნე სვეტზე ადამიანს ფეხი არ დაუდგამს, სანამ 1944 წელს სვეტზე ცნობილი ალპინისტი ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძის ხელმძღანელობით არ ავიდა ჯგუფი რომელშიც ცნობილი მწერალი ლევან გოთუა, მწერალი აკაკი ბელიაშვილი და არქიტექტორი ცინცაძე არ ავიდნენ. მათ აღმოაჩინეს სვეტზე ძველი ეკლესიის ნანგრევები.
ახალგაზრდობაში ბევრს ვსვამდი და ნარკოტიკებთანაც ახლოს, ვიყავი რამაც ციხეში მიმიყვანა, მე მივხვდი რომ ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა –ამბობს მაქსიმე ბერი. ბერი 1993 წელს ავიდა სვეტზე, მიუხედავად იმისა რომ სვეტზე არანაირი ნაგებობა არ იდგა და იქ იცხოვრა 2 წელი, უამინდობაში მხოლოდ ბრეზენტს იყენებდა ავდრისაგან დასაცავად. მოგვიანებით კი ადგილობრივმა მორწმუნე მრევლმა სვეტზე ააშენა ეკლესია და მომცრო სკიტი. ასევე გააკეთეს სვეტზე ასასვლელი რკინის კიბე.
კვირაში ერთხელ ან ორჯერ ბერი ჩამოდის სვეტიდან, რათა ცხოვრების სიდუხჭირით შეწუხებულ ადამიანებს მოუსმინოს და რჩვა–დარიგებაც მისცეს.
გთავაზობთ სურათებს კაცხის სვეტზე აშენებულ ეკლესიაზე და ამ საოცარ ბერზე.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage









16
917
20-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
917
  
2018, 18 თებერვალი, 23:19
სურათები სად გაქრა!?
2014, 24 აგვისტო, 0:25
იყოს ჭიათურა თუნდაც, აქვს ამას რაიმე მნიშვნელობა თქვენთვის??? პირადად ჩემთვის არავითარი, არ შემარჩინოთ ერთი სიტყვა :))
2014, 23 აგვისტო, 21:56
ეჭვი მაქვს რომ საჩხერის რაიონში მდებარეობდეს?დ
2014, 22 იანვარი, 14:14
მომწონს ძალიან კარგია მე ნანახი მაქვს ძალიან ლამზია .ვისურვებდი რომ ყველამ ნახოს და იამაყონ რომ საქართველოში ასეთი სილამაზე არსებობს.
2013, 29 სექტემბერი, 17:56
გმადლობთ. ღმერთმა გისმინოთ.
2013, 29 სექტემბერი, 17:54
მომწონს ძალინ ეს სტატია....ღმერთმა გააძლიეროს ბერი მაქსიმე,ესეთი დიდი ადამიანების ლოცვა თუ გადაგვარჩენს
2013, 9 სექტემბერი, 14:38
არაფრის ძმა ასეთი სტატიები ხშირად უნდა დაიდოს ამ საიტზე რომ უკეთ გაიგონ როგორი არის სინამდვილეში ნამდვილი ჭეშმარიტი რწმენა
2013, 9 სექტემბერი, 13:30
ძალიან სასარგებლო სტატიაა მეგობარო დიდება უფალს:)
2013, 9 სექტემბერი, 13:05
უცხო ქვეყნებზე ვგიჟდებით და კაცხის სვეტზე საოცარი რა უნდა ნახო ადამიანმა. სამწუხაროდ ნამყოფი არა ვარ.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10