x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რა ალამაზებს ქალს?
image- ქალს ალამაზებს თმა. მაგრამ ბევრი ჩვენგანი რატომღაც მას ისე გულმოდგინედ არ უვლის, როგორც სახეს და სულ ტყუილუბრალოდ.

- წლებთან ერთად თმა თავის სტრუქტურას იცვლის, წვრილდება, შრება, იფიტება. და რაც ყველაზე ტრაგიკულია, თხელდება და მეჩხერდება. ეს რომ არ მოხდეს, უმჯობესია თმაზე წინასწარ იზრუნოთ.

- კვირაში 1-2-ჯერ ყურძნის ასეთი ნიღაბი გაიკეთეთ: ერთი მუჭა თეთრი ყურძნის მარცვლებს წიპწები გამოაცალეთ და ფაფად აქციეთ. დაახლოებით ნახევარი ჭიქა უნდა გამოვიდეს. 1 კვერცხის გული და 2 სადილის კოვზი ზეითუნის ან ბირკავას ზეთი დაუმატეთ. ნარევი თავის კანში შეიზილეთ მასაჟის მოძრაობებით და თმის მთელ სიგრძეზე დაიდეთ. თავზე ცელოფანი დაიფარეთ, ზემოდან პირახოცი შემოიხვიეთ და ერთი საათით გაიჩერეთ. ნიღაბი საბავშვო შამპუნით ჩამოიბანეთ და შემდეგ თმაზე ყურძნის წვენგარეული წყალი გადაივლეთ.

- თავის კანის პილინგი: აიღეთ 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი და ნებისმიერ შამპუნში გაურიეთ. მიღებული ნარევი თმის ძირებში შეიზილეთ. ერთი წუთის შემდეგ ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა თავის კანს ასუფთავებს და თმის ზრდას აჩქარებს. ამის შემდეგ, 3 კვირის განმავლობაში, დღეგამოშვებით მკვებავი ნიღაბი გაიკეთეთ. მაღაზიის მზა ნიღაბი (უმჯობესია თუ მის შემადგენლობაში იქნება მკვდარი ზღვის მინერალები) შინაურთან შეანაცვლეთ.


- მარტივი და ეფექტური ნიღაბი: აიღეთ თითო ჩაის კოვზი თხევადი ვიტამინი B(6) და B(12). აურიეთ, ოდნავ შეათბეთ და თმის ძირებზე წაისვით. თავზე ჯერ პოლიეთილენი, შემდეგ პირსახოცი დაიფარეთ. 40 წუთის შემდეგ თმა შამპუნით ჩამოიბანეთ.

0
77
8-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0