x
რწმენა
image ტაძარში


სულ პაწაწინა ვედრებით ვიწყებ

მეტი რა უნდა შევსთხვო უფალს?!

დაგიკრეფ მეთქი ხატთან გვირილებს,


ლოცვით მივწვდები უწმინდეს გუმბათს,

ოღონდ ამ ერთხელ გადმომხედე და...

ოღონდაც შენი მადლით შემმოსე,

მერე მე ვიცი... და მთელი წყება

როგორ ვპირდები მუდამ ვეტრფოდე.


იმედად ქცეულს, კართან მიხვდება

გროვა მათხოვარ-მაწანწალების,

ორ გროშს მივცემ და ჩემში იწყება

"მადლით" მოგვრილი სიამაყენი.

თან სადღაც გულის უღრან ტყეებში

ერთი "ნათელი" აზრი მძვინვარებს:

ხომ დავეხმარე გართხმულს ფეხებში,

მეც მომიშუშებს ღმერთი იარებს!


ასე, მომხდარით თვითკმაყოფილი

ჩამოვუყვები ტაძრის კიბეებს,

ცრემლებს გადმოვღვრი გულამოსკვნილი,

მე ხომ ნაკურთხი ღვინო ვიგემე.

გავცდები წმინდა ადგილის ეზოს,

დროა, სახლისკენ ვიბრუნო პირი,

მეხსიერებას არ უნდა ენდო,

ისევ ვბრუნდები უკან ქოშინით.


დამვიწყებია სურვილი ერთი,

ღმერთო ამასაც ნუ დამიყოვნებ!

დავანთე ისევ სამი სანთელი,

ჯვარცმასთან კიდევ ერთხელ ვილოცე.



იცით, რამდენჯერ მომსვლია ასე?

ბევრჯერ ტაძარში დამთენებია,

სურვილებით და თხოვნებით სავსე

სინი უფლისთვის მიმირთმევია.


გასულა დრო და შეცვლილა ხანა,

მხურვალე გულით ეკლესიაში

რაც კი ვინატრე ერთბაშად ახდა!

სამადლობელო ხალხის სიას კი

არ ამშვენებდა ღვთისმშობლის კალთა!...


შესავედრებლად ტაძარში მისვლას

მე კვლავ ვაგრძელებ, არა ვყოვნდები,

რა საჭიროა მადლობის წირვა?!...

ქრიასტიანი ვარ მაინც ვცხონდები!


დავასურათე მე ჩემი რწმენა,

გქონდეთ ეს ფოტო ჩემგან სახსოვრად.

მიხვდებით, თუკი ერთხელ ჩახედავთ

ჩემი სახე რომ საოცრად მოგგავთ!...

7
977
6-ს მოსწონს
ავტორი:მაკი
მაკი
977
  
2012, 5 მაისი, 23:56
დაგიმატე.
2012, 5 მაისი, 21:16
m.o.m.o93 დამამატე skypeshi
2012, 5 მაისი, 19:05
კი,რატომაც არა.
როგორ ?
2012, 5 მაისი, 11:41
მადლობა )) წამაკითხებ შენს ლექსებს? ))
2012, 4 მაისი, 21:20
ბრავო! - მეც ვწერ ))
უფრო სამშობლოზე..
2012, 2 მაისი, 1:26
ჩემი ლექსია : ))
2012, 1 მაისი, 22:48
ავტორი ?
0 1 7