x
image
მანჩო 777
125 წლის წინ მიღებული იქნა პატენტი პირველი ფირზე მომუშავე ფოტოკამერის "კოდაკის" გამოგონებაზე

1888 წლის 4 სექტემბერს ამერიკელმა ბიზნესმენმა და გამომგონებელმა ჯორჯ ისტმენმა მიიღო პატენტი ფირზე მომუშავე ფოტოკამერისათვის და დაარეგისტრირა სავაჭრო მარკა "კოდაკი". ცნობილი სლოგანით:"თქვენ აჭერთ ხელს, დანარჩენს ჩვენ

ვაკეთებთ"-ჯორჯ ისტმენმა მთელ მსოფლიოს წარუდგინა პირველი მარტივი ფოტოპარატი.

მრავალი წლის განმავლობაში კომპანია Eastman Kodak Company

იყო ლიდერი ახალი ფოტოპარატების და ფოტოტექნოლოგიების შემუშავებაში, რომელთა მეშვეობითაც გადაღების პროცესი ხდებოდა უფრო და უფრო მარტივი და საინტერესო.


მისდევს რა ჯორჯ ისტმენის მიერ დასახულ მიზანს, გაეხადა ფოტოგადაღების პროცესი ისეთივე არართულ პროცესად, როგორიცაა ფანქრის გამოყენება, კომპანია Kodak გამუდმებით მუშაობს, რომ ფოტოფრაფირება გახდეს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.კომპანია ითვლება პირველ საერთაშორისო კორპორაციად, რომლის სავაჭრო ნიშანსაც იცნობენ პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში.

imageსურათზე: ჯორჯ ისტმენი(მარცხნივ) და თომას ედისონი(მარჯვნივ) მე-20 საუკუნის ოციან წლებში.

6
27
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
27
  
2013, 5 სექტემბერი, 22:20
დიდი მადლობა :)))
2013, 5 სექტემბერი, 22:20
მადლობა, გაიხარე. სურათი რად არ ჩანს, ვერ გავიგე.:(
2013, 5 სექტემბერი, 22:18
კარგი სტარტია სტატიებში-წარმატებები.
2013, 5 სექტემბერი, 22:03
მართლააა მაშინ წარმატებებს გიურვებ სული და გულით მეგობარო აბა შენ იცი :)))
2013, 5 სექტემბერი, 22:00
მადლობა, გაიხარე. პირველი მცდელობაა.:)
2013, 5 სექტემბერი, 21:54
ძალიან საინტერესო სტატიაა მომეწონა:)))
0 1 6