x
image
worldsport.ge
გომესმა “რეალს” “ფიორენტინა” არჩია

imageახლახანს დასრულებულ სატრანსფერო სეზონში, გერმანელ ფორვარდ მარიო გომესს მიუნხენის “ბაიერნიდან” მადრიდის “რეალში” გადასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ფლორენციის “ფიორენტინას” მაისურის მორგება არჩია.
“კარლო ანჩელოტის ჩემი “რეალში” ხილვა ნამდვილად სურდა. ჩემთვის, ასეთი კლუბის მხრიდან ინტერესი ძალზე საამაყოა, რადგან მთელი ჩემი ოჯახი “სამეფო კლუბის” ქომაგია. მიუხედავად ამისა, “ფიორენტინასთან” მოლაპარაკების პროცესში მივხვდი, რომ ჩემი მომავალი იტალიაშია. ფლორენციელთა სამომავლო გეგმებმა მოხიბლული დამტოვა და ეს არჩევანიც ამიტომ გავაკეთე”, - უთხრა გომესმა Kicker-ს.
აღსანიშნავია, რომ 28 წლის გერმანელის შეძენა “ნაპოლისაც” სურდა.

ირაკლი ჯაფარიძე
www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0